ორგანიზმის გაწმენდის და წონაში დაკლების 2 მეტად ეფექტური საშუალება

ორგანიზმის  გაწმენდის  და წონაში  დაკლების 2  მეტად ეფექტური საშუალება
არასწორი კვების შედეგად ორგანიზმში უამრავი შხამი გროვდება, რომელიც აავადებს მთელ ორგანიზმს და აგრეთვე კანსაც, რადგან იგი სხეულის განუყოფელი ნაწილია.
ჯანმრთელობის დასაბრუნებლად საჭიროა ორგანიზმის გაწმენდა და ცხოვრების წესის შეცვლა. ორგანიზმის გაწმედის მრავალი მეთოდი არსებობს. ჩვენ შემოგთავაზებთ ყველაზე ცნობილ და ეფექტურ 2 მეთოდს.

ორგანიზმის გაწმენდა კომბოსტოს წვენით

კომბოსტოს ცოცხალი წვენი ორგანიზმის გაწმენდის და წონაში დაკლების მეტად ეფექტური საშუალებაა. იგი გამოიყენება კუჭში შეკრულობის დროსაც.
ორგანიზმის გასაწმენდად მიიღეთ დღეში 2 ჩაის ჭიქა წვენი ( ახალგამოწურული) მშიერ კუჭზე. 30 წუთის შემდეგ მიირთვით საჭმელი. თუ კუჭ - ნაწლავში უსიამოვნო შეგრძნება დაგეუფლათ და ვერ აიტანეთ კომბოსტოს წვენი, მაშინ ორგანიზმი გაიწმინდეთ სტაფილოს ცოცხალი წვენით ან ამ ორი ბოსტნეულის წვენი ერთმანეთში აურიეთ. 2 კვირის განმავლობაში სვით წვენი. შემდეგ 10 დღე დაისვენეთ და ისევ გაიმეორეთ. მალე იგრძნობთ გამოჯანმრთელებას.

კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი:

ორგანიზმის გაწმენდა ვაშლის ძმრით

ვაშლის ძმარი ხელს უწყობს ცხიმების წვას, ამიტომ მსხვილ ნაწლავში ნარჩენები არ გროვდება. ეს კი აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ერთი ჩაის ჭიქა წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 -2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. მიიღეთ ჭამის წინ დღეში 2 -3- ჯერ. ერთი თვის შემდეგ შეგიძლიათ დაისვენოთ და შემდეგ ისევ გააგრძელოთ. იგი წნევას აქვეითებს, ამიტომ დაბალი წნევით დაავადებულ ადამიანებს არ ვურჩევთ ორგანიზმის გაწმენდას ამ მეთოდით.
ვაშლის ძმრით კანის დაზელა ხელს უწყობს კანის მრავალი დაავადების მკურნალობას, აგრეთვე კანის ლაქების გაქრობას და ჩინებული საშუალებაა გასახდომადაც.
სტატიის ავტორი: თეონა ლაგაზაური
სტატიის წყარო:სამკურნალო კოსმეტიკა ყველასათვის