ფსიქოლოგების დასკვნა: როგორია ქალის იდეალური ფეხები და რა კავშირშია ის ხასიათთან

ფსიქოლოგების დასკვნა: როგორია ქალის იდეალური ფეხები და რა კავშირშია ის ხასიათთან
ფსიქოლოგები ამტკიცებენ,რომ გრძელფეხება ქალები რომანტიულები, ძალიან მგრძნობიარენი და მეოცნებენი არიან. ხოლო ქალები, რომლებსაც შედარებით მოკლე ფეხები აქვთ, უფრო მყარად დგანან მიწაზე. გარდა ამისა მათ ახასიათებთ განწყობილების მერყეობა, ისინი ხან ხალისითა და იმედებით სავსენი არიან, ხან ყველაფერი მუქ ფერებში ესახებათ.
ასეა თუ ისე, მეცნიერები თვლიან რომ ფეხების ფორმა ნაწილობრივ განსაზღვრავს ქალის ხასიათს.გრძელფეხება ქალები ხშირად თავს ვერ ართმევენ ყოველდღიურ პრობლემებს. მოკლეფეხება ქალები კი ამ პრობლემას თავისუფლად წყვეტენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გრძელფეხება ქალებს აქვთ მტკიცე პრონციპები, რომელთაც ადვილად არ თმობენ.
მოკლეფეხებიანი ქალები უფრო რეალისტებია არიან, მათ კონკრეტეული ინტერესები აქვთ და შეუძლიათ საჭიროებისამებრ შეიცვალონ საკუთარი შეხედულება.
თუმცა უნდა ითქვას, რომ მარტო ფეხების ლამაზი ფორმა,როდი ნიშნავს ყველაფერს.არანაკლებ საყურადღებოა ისიც თუ როგორ დავდივართ ამ ფეხებით.გავრცელებულია მოსაზრება, რომ მორიდებული,საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანები,დადიან შიდა მხარეს შებრუნებული ტერფებით,ან ნაბიჯის გადადგმის დროს ფეხის ტერფებს შიგნით აბრუნებენ.შეყვარებულები კი, განსაკუთრებით ქალები ისე მსუბუქად და მოხდენილად დადიან, თითქმის მიწას ფეხს არც აკარებენ.
ცნობილია, რომ ზანგები წარმოადგენენ ყველაზე გრძელფეხება რასას.გარდა ამისა გრძელი ფეხებით გამოირჩევიან ჩრდილოეთში მაცხროვრებელი ქალები.თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ მათი ფეხები არ არის ისეთი სრულყოფილი აღნაგობის , როგორც ზანგი ქალების ფეხები. ხმელთაშუაზღვისპირეთში მოსახლე ხალხებს,ფეხები შედარებით მოკლე აქვთ,კუნთები უფრო რელიეფური,ტერფები პატარა. აღმოსავლეთის ხალხებს, აზიატებს შედარებით მოკლე ფეხები აქვთ, სინატიფით არც მათი ფეხები გამოირჩევა.
რაღათქმაუნდა, ცხადია, ფეხის იდეალური პროპორციების დადგენა ზუსტად არ შეიძლება,მაგრამ დაახლოებით თვლიან,რომ წვივის დიამეტრი ზედა ნაწილში უნდა იყოს 40 სანტიმეტრი, ქვემოთ კი 18 სანტიმეტრი.ხოლო რაც შეეხება სიგრძეს,ცხადია გრძელი სწორი წვივები უფრო მოხდენილად და ლამაზად გამოიყურება. სპეციალისტებმა შეადგინეს ფეხის იდეალური ზომების დაახლოებითი ცხრილი. ცხრილში გათვალისწინებულია სხეულის საერთო აღნაგობაც.
მაშ ასე, გაეცანით ცხრილს:

მოკლედ ასეა თუ ისე, უნდა ერთხელ და სამუდამოდ შევეგუოთ საკუთარი ფეხების ფორმას და ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ფეხები სულ მუდამ კარგად მოვლილი გვქონდეს.მართალია არ ხერხდება ფეხის ფორმის ცვლილებები, მაგრამ ჩვენს მიერ სწორად შერჩეული კაბის სიგრძეს, ფეხსაცმელისა თუ ჩექმის ფორმას დიდი მნიშვნელობა აქვს.
სტატიის ავტორი: თამარ ასანიშვილი
სტატიის წყარო:ქალი სილამაზე და...