როდის გამოიყურება ქალი მამაკაცისთვის სექსუალურად

როდის გამოიყურება ქალი მამაკაცისთვის სექსუალურად
გამოკითხვების მეშვეობით, რომელიც მამაკაცებს ჩაუტარდათ, ჰარვარდის მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ როდის გამოიყურებიან ქალები უფრო მიმზიდველად საპირისპირო სქესისთვის.

ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 114 მამაკაცმა, მას ატარებდენ ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალისტები, მათ დაადგინეს რომ ქალისა და მამაკაცის დამოკიდებულება ერთმანეთისადმი იცვლება სეზონების მიხედვით. მაშ ასე, ზამთრის პერიოდში ქალები უფრო სექსუალურებად ეჩვენებათ მამაკაცებს

მეცნიერების გასაკვირ შედეგს ხსნის როგორც ქალების ასევე მამაკაცების ჰორმონალური ფონი. გარდა ამისა, სწორედ წლის ცივ პერიოდში ჩნდება საყვარელი ადამიანის მკლავებში გათბობის სურვილი.



ტესტის მსვლელობისას მამაკაცებს სთავაზობდენ შეეფასებინათ ქალები წლის სხვა და სხვა დროს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ქალის სახესადმი დამოკიდებულება არ არის დამოკიდებული სეზონზე, ხოლო ქალურობა და სხეულის სექსუალურობა ფასდება სხვა და სხვა გვარად. საკითხავი რჩება თუ როგორ ახერხებენ მამაკაცები ზამთრის თბილ სამოსში შეათვალიერონ ქალის სხეული.

ამერიკელი ფსიქოლოგების ბრიტანელმა კოლეგებმა გამოარკვიეს, კვირის რომელ დღეს გრძნობენ ქალბატონები თავს ყველაზე ნაკლებად თავდაჯერებულად, მაშასადამე ნაკლებადმ მიმზიდველადაც. აღმოჩნდა, რომ კვირის შუაში, კონკრეტულად კი ოთხშაბათს, ქალბატონები არ მიიჩნევენ თავს ბედნიერად, თვლიან რომ დაღლილები და მოხუცები არიან. გამოკითხულთა 12% - ს ოთხშაბათი ყველაზე სტრესული დღეც არის.