ყოველმა ქალმა უნდა იცოდეს ეს 10 ფაქტი საკუთარ თავზე

ყოველმა ქალმა უნდა იცოდეს ეს 10 ფაქტი საკუთარ თავზე
ქალებს ხშირად სუსტ სქესად მოიხსენიებენ, მაგრამ ნუთუ, ეს მართლა ასეა? თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, ქალებს უამრავი უპირატესობა აქვთ მამაკაცების წინაშე, როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება. მოდით, გავეცნოთ მათ.

ქალები მეტ ხანს ცხოვრობენ


სტატისტიკის მიხედვით, ქალის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა აღემატება მამაკაცისას. ამის ზუსტი მიზეზი უცნობია: მეცნიერები ამბობენ, რომ მამაკაცებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები უფრო ხშირად აწუხებთ. ასევე, ეს შეიძლება იმის შედეგიც იყოს, რომ ქალები უფრო ხშირად ურთიერთობენ მეგობრებთან და ნათესავებთან, კომუნიკაბელურობა კი სიცოცხლის ხანგრძლივობას ხელს უწყობს.

ქალები უფრო იოლად იტანენ ტკივილს

ეს მეცნიერულად არის დამტკიცებული: ბუნებამ ქალები დააჯილდოვა, ამგვარად, ისინი მშობიარობას უფრო იოლად იტანენ.


ქალებში თავისა და ყელის კიბოს განვითარების რისკი უფრო დაბალია

მამაკაცებს ეს პრობლემა 2-3-ჯერ მეტად აწუხებთ. ექიმების თქმით, ამის მიზეზი მავნე ჩვევებია, რადგან მამაკაცები უფრო ხშირად იღებენ ალკოჰოლსა და თამბაქოს.

ზრდასრული ქალები უფრო იშვიათად ავადდებიან მელანომით

45 წლამდე ქალებში ეს დაავადება უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში. მეცნიერები ამ ფაქტს ქალების რუჯისადმი სიყვარულით ხსნიან. 45 წლის შემდეგ კი სურათი იცვლება.

ქალებს ყნოსვა უკეთესი აქვთ


ყოველმა ქალმა უნდა იცოდეს ეს 10 ფაქტი საკუთარ თავზე

მეცნიერებმა ამის ზუსტი მიზეზი არ იციან. ზოგი მიიჩნევს, რომ მგრძნობიარე ყნოსვა ქალებს ეხმარება უკეთ გაარჩიონ ფერომონები პარტნიორის შერჩევისას. სხვები კი ირწმუნებიან, რომ ბუნებამ ასეთი საჩუქარი ბავშვების ინფექციისგან დასაცავად უბოძა.

ქალებს მეტი კარგი ქოლესტერინი აქვთ

კარგი ქოლესტერინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით, ხანდაზმულ ასაკში.

ქალს უკეთესი მეხსიერება აქვს



რატომ ხდება ასე - ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ეს იმას უკავშირდება, რომ მამაკაცები მეტად არიან ჰიპერტონიისადმი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისადმი მიდრეკილნი.

ქალები ნაკლებად არიან ალკოჰოლისადმი მიდრეკილნი

საქმე იმაშია, რომ მამაკაცებს ალკოჰოლის მიღებისას გამოუმუშავდებათ „ბედნიერების ჰორმონი“, დოფამინი. ქალები ალკოჰოლს დროდადრო სვამენ, სტრესის დასახშობად, ამიტომ ალკოჰოლიზმი მათ ნაკლებად ემუქრებათ.

ზედმეტი წონის დროს, ქალებს ნაკლებად უჩნდებათ ცხიმი მუცლის არეში


ცხიმის ნადებები ქალებს უფრო ხშირად დუნდულების არეში, ხელებზე და ფეხებზე უჩნდებათ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ეს ჯანმრთელობას უწყობს ხელს. მუცლის არეში ცხიმი კი საშიშია შინაგანი ორგანოებისთვის, რაც სერიოზულ დაავადებებს იწვევს.

ქალები ინფარქტისადმი ნაკლებად არიან მიდრეკილნი

გულის უკმარისობის განვითარების რისკი მამაკაცებს 10 წლით ადრე უჩნდებათ, ვიდრე ქალებს. აქ როლს ასრულებს არამხოლოდ კარგი ქოლესტერინის დონე, არამედ ისიც, რომ ქალები უფრო აქცევენ ჯანმრთელობას ყურადღებას.