ვერ იკლებთ წონას? აი მიზეზი და პრობლემის გადაჭრის გზა

ვერ იკლებთ წონას? აი მიზეზი და პრობლემის გადაჭრის გზა
ფარისებრი ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემების შედეგად წონის კლების პროცესი რამდენჯერმე ნელდება. ამ დროს, ყველაზე მკაცრი დიეტების დაცვის შემთხვევაშიც კი, წონის დაკლება და ლამაზი ფიგურის მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.

თუ თქვენ ებრძვით ჭარბ წონას და გსურთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების გაუმჯობესება, ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ ძალიან ეფექტურ სასმელს.

ამ ხალხურ საშუალებას, რომლის მომზადებასაც დღეს გასწავლით, რეკომენდაციას ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები უწევენ. მისი მომზადება ძალიან მარტივია.


თქვენ დაგჭირდებათ:
  • 40 ახალგაზრდა მწვანე კაკალი;
  • ნატურალური თაფლი;
  • მინის ქილა;

მომზადება:

გარეცხეთ თითოეული კაკალი და ნემსის დახმარებით გაუკეთეთ მას რამდენიმე ხვრელი. მოათავსეთ ისინი ქილაში და დაასხით იმ რაოდენობით თაფლი, რომ ორმოცივე კაკალი მთლიანად დაიფაროს. შეინახეთ ქილა მზიან ადგილას 40 დღით. ამ დროის გასვლის შემდეგ გაფილტრეთ ნარევი.

ყოველ დილით გახსენით 1 ჩაის კოვზი მიღებული საშუალება 50 მლ წყალში და მიირთვით მშიერ კუჭზე. განაგრძეთ მკურნალობის ეს კურსი იქამდე, სანამ ნარევი მთლიანად არ გამოგელევათ.

იოდს, რომელიც ჭარბადაა მწვანე კაკალში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფარისებრი ჯირკვლის გამართული ფუნქციონირებისთვის.



გისურვებთ ჯანმრთელობას!