ყველისა და ლორის უგემრიელესი ღვეზელი

ყველისა და ლორის უგემრიელესი ღვეზელი
როცა ფიქრობთ, რომ ყველა რეცეპტი მოსინჯეთ და უკვე აღარ იცით, ახალი რა მოამზადოთ – მოამზადეთ fpaparazzi რჩევით ლორისა და ყველის ეს ნოყიერი ღვეზელი - ჯერ ერთი, ის ძალიან სწრაფად მზადდება, მეორეც – გულსართი შეგიძლიათ თქვენი ფანტაზიითა და გემოვნებით გაუკეთოთ.
საჭირო მასალა:
  • 2 კვერცხი
  • 1 ჭიქა კეფირი
  • 0,5 ჩ/კ სოდა
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 250 გ ყველი
  • 200 გ ლორი
  • კარაქი
  • საფენელი და მანანის ბურღული

მომზადების წესი:
  1. ათქვიფეთ კვერცხი და მარილი ერთად. მაწონში (ან კეფირში) გახსენით სოდა, ააფუეთ და დაუმატეთ კვერცხს. ჩაყარეთ ფქვილი და კარგად აურიეთ.
  2. ცომი ოლადები კონსისტენციის უნდა ამოვიდეს.
  3. გახეხეთ ყველი მსხვილ სახეხზე. ლორი დაჭერით პატარა კუბებად. ჩაუმატეთ ორივე ცომში და აურიეთ.
  4. წაუსვით ღუმელის ტაფას კარაქი, მოაყარეთ დაფქვილი ორცხობილა (საფანელი) ან მანანის ბურღული და ზემოდან დაასხით ღვეზელის ცომი.
  5. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე და შედგით ღვეზელი 25-30 წუთით, სანამ ოქროსფრად არ დაიბრაწება.

გემრიელად მიირთვით!