როგორ ვუმკურნალოთ კუჭ-ნაწლავის დაავადებებს ხალხური რეცეპტებით

როგორ ვუმკურნალოთ კუჭ-ნაწლავის დაავადებებს ხალხური რეცეპტებით
თუკი თქვენ კუჭ-ნასწავლის პრობლემები გაწუხებთ და ამასთანავე ნდობას უცხადებთ ხალხური მედიცინის მიერ შემოთავაზებულ რეცეპტებს ეს სტატია აუცილებლად უნდა ჩაინიშნოთ, რადგან FPAPARAZZI-ს რედაქციამ თქვენთვის შეაგროვა კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო ხალხური რეცეპტები, რასაც სიამოვნებით გთავაზობთ :
  1. კუჭის სპაზმების დროს: 1-2 სუფრის კოვზ გამხმარ შავბალახას ასხამენ 250 გრამ წყალს. ადუღებენ სანამ 12 სუფრის კოვზი არ დარჩება. სვამენ 2 სუფრის კოვზს დღეში რამდენჯერმე. ან ნახევარ ჭიქას დღეში 2-ჯერ.

  2. მსხვილი და წვრილი ნაწლავების ანთების დროს: აიღეთ ერთი სუფრის კოვზი მარწყვის ფოთლები და ფესვები, დაასხით 400 მილილიტრი (2 ჩაის ჭიქა) ცივი, ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 6-8 საათი. გაწურეთ და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღეთ ½ ჭიქა დღეში 3-ჯერ.

  3. მსხვილი ნაწლავის კატარის დროს: ყოველ 2 საათში ერთხელ სვამენ აბზინდას და სალბის ფოთლების ჩაის. თითო სუფრის კოვზის ოდენობით. ჩაისთან ერთად ბრინჯის წვენსაც იღებენ.

  4. კუჭში ტკივილების შეგრძნებისა და ნაწლავების ბერვის შემთხვევაში: იყენებენ შემდეგ ბალახნარევს: 5 გრ. კოთხუჯის ფესურას ფესვებით ადუღებენ 1 ლიტრ წყალში 10 წუთს. ცეცხლიდან გადმოდგმისთანავე, ან ძალიან ცხელ ნახარშში ყრიან დაქუცმაცებულ 2 სუფრის კოვზ ასისთავას, 1 სუფრის კოვზ აბზინდას, 1 სუფრის კოვზ კრაზანას და თითო ჩაის კოვზ პიტნასა და კატაბალახას ფესვებს. ყოველივე ეს ნახევარსაათს იდგმება ცხელ ღუმელში, იწურება და მიიღება უზმოზე 1 ჭიქა, დანარჩენი 4 ნაწილად დღის განმავლობაში.

  5. კუჭის ახილიის, კუჭის წყლულის, კუჭშეკრულობის, მეტეორიზმის დროს: 1-2 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ხმელი ასისთავა დააყენეთ 2 ჭიქა (400 გრამი) მდუღარე წყალზე. დგამენ 10 წუთს და დაუშაქრავს ან შაქრით იღებენ ერთი დღე-ღამის განმავლობაში.

  6. კუჭაშლილობის, კუჭნაწლავის სპაზმების, კუჭში ჭრის შეგრძნების და გულის რევის შემთხვევაში უნიშნავენ ნაყენს, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: 2 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ბროწეულის ნაყოფის კანი დააყენეთ ერთ ჭიქა წყალზე ( 200 მლ). ადუღებენ ნელ ცეცხლზე 15 წუთს (2 დღის დოზა) ე.ი. მთელი დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ არაუმეტეს 100 გრამისა.

  7. ქრონიკული შეკრულობის დროს: შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით: ჭინჭარი, პიტნა, ანისულის თესლი, გვირილის ყვავილი, ასფურცელა, ტყის მარწყვის ფოთლები, კატაბალახას ფესვები, ხეჭრელის ქერქი და სალბის ფესვები. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი და 15 წუთით გააჩერეთ წყლის ორთქლზე, შემდეგ 1 საათს დადგით თბილ ადგილას, გაწურეთ, გაყავით ორ ნაწილად და მიიღეთ დილით ან საღამოს ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი 4 კვირაა.

  8. კუჭის მუშაობის გასაუმჯობესებლად და მეტეორიზმის წინააღმდეგ მიიღეთ შემდეგი ნახარში: აიღეთ 5 გრამი ( 1 ჩაის კოვზი) ანისულის ნაყოფი. მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ ( 1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და გააცხელეთ წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში, გააცივეთ 45 წუთი, გაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ ¼ ჭიქა დღეში 3-4 ჯერ ჭამის წინ 30 წთ-ით ადრე.

  9. კუჭნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესების, მეტეორიზმის, ფაღარათის დროს: აიღეთ 10 ჩაის კოვზი გვირილას ყვავილი, დაასხით 400 მლ (2 ჩაის ჭიქა) ცივი ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 8 საათი, გაწურეთ, შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. ერთი ულუფა ნაყენი მიიღეთ 1-2 დღის განმავლობაში.

  10. კუჭ-ნაწლავის დაავადების დროს: 20 გრამი გულყვითელას ყვავილი ( 2 სუფრის კოვზი) მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე და აადუღეთწყლიან აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში, ხშირად ურიეთ, შემდეგ გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით. საწყისი მოცულობის (200მლ) მიღებამდე ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თბილი 1-2 სუფრის კოვზი 2-3 ჯერ დღეში ჭამის წინ.

  11. კუჭისა და ნაწლავებიდან სისხლის დენის, ფაღარათების, დიზენტერიის დროს: აიღეთ ½ ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი თავსისხლას ფისურა, დაასხით 200მლ ( 1 ჩაის ჭიქა ძლიერი ნახარშის მისაღებად) ან 400 მლ (2 ჩაის ჭიქა სუსტი ნახარშის მისაღებად) ანადუღარი წყალი. გააჩერეთ 8 საათის განმავლობაში, შემდეგ აადუღეთ ნელ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში, გააცივეთ, გაწურეთ, დაამატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 2-3 სუფრის კოვზი დღეში, ჭამის წინ.

  12. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევის დროს: აიღეთ 1 სუფრის კოვზი მსხვილად დანაყილი მარწყვბალახას ფესურა, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15-20 წუთის განმავლობაში, გააცივეთ, გაწურეთ, დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე, შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-5 ჯერ ნახევარი საათით ადრე ჭამის წინ.

  13. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებისა და დიზენტერიის დროს: 1 სუფრის კოვზი მატიტელა მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. დაასხით 0,5 ლიტრი ცხელი წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, თავდახურული, 10 წუთის განმავლობაში. გააცივეთ, გაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (0,5 ლიტრის) მიღებამდე, შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. დალიეთ ½ ჭიქა დღეში 3-4 ჯერ.
    გაფრთხილება: მატიტიტელას გამოყენება არ შეიძლება თირკმელებისა და შარდის ბუშტის მწვავე ანთების დროს.

  14. მსხვილი და წვრილი ნაწლავების ანთების, ფაღარათის დროს: აიღეთ 1 სუფრის კოვზი მარწყვის ფოთლები და ფესვები, დაასხით 400 მლ (2 ჩაის ჭიქა) ცივი, ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 6-8 საათი. გაწურეთ და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ ½ ჭიქა დღეში 3-ჯერ.

  15. კუჭის წყლულის სამკურნალოდ: ავიღოთ 3-5 წლის ალოე. 2 კვირა არ უნდა მოვრწყათ. მოვჭრათ 500 გრამი, კარგად გავრეცხოთ, გავაშროთ და 5 დღეს ცივ, ბნელ ადგილას ვამყოფოთ. შემდეგ გავატაროთ ხორცსაკეპში, დავუმატოთ ერთი ბოთლი წითელი მშრალი ღვინო და 500 გრამი თაფლი. ავურიოთ, ჩავასხათ მუქი მინის ჭურჭელში, დავახუროთ და 5 დღეს ცივ ადგილას ვამყოფოთ. მივიღოთ ჭამამდე 1 საათით ადრე. ორი კვირის განმავლობაში ერთი სუფრის კოვზი, მესამე კვირაში კი - 2 სუფრის კოვზი. 10 დღის შემდეგ გავიმეოროთ, მკურნალობა ჩავიტაროთ 2-3 თვის განმავლობაში.

  16. თუ კუჭის წყლული გართულებული არ არის, ავიღოთ 100 გრამი დინდგელი, 20 გრ. სელის თესლი, 50 გრ. შვრიის მარცვალი, ოროვანდის წვრილად დაჭრილი ფოთოლი. მივიყვანოთ ადუღებამდე 0,5 ლიტრ არაყსა და წყლის ნარევში (1:1). დავაყენოთ სამი დღე-ღამე, გავწუროთ, მივიღოთ 1 სუფრის კოვზი ჭამის წინ.

  17. მწვანე, ნედლი კაკლის წენგო დავჭრათ, ჩავყაროთ ბოთლში 3-4 დღეს. მივიღოთ ორჯერ დღეში ნახევარი ჩაის კოვზი. ეს კარგი საშუალებაა კუჭის აშლილობის დროსაც.

  18. კომბოსტო გავატაროთ საკეპ მანქანაში, წვენი უნდა გამოვიდეს ერთი ლიტრი. გავწუროთ სამი ან ხუთწლიანი ალოე, ისე რომ გაწურული ალოეს წვენი იყოს 3 სუფრის კოვზი. ეს წვენი ჩავასხათ კომბოსტოს წვენში და კარგად ავურიოთ, საჭიროა მივიღოთ ორი ნახევარლიტრიანი ბოთლი. მივიღოთ დღეში სამ-ოთხჯერ ღვინის ჭიქით (50გრ). მკურნალობის პერიოდში აკრძალულია მწარე, ცხარე, მჟავე საჭმელები.

  19. კუჭ-ნაწლავის აშლილობის, ფაღარათის დროს კარგ საშუალებას წარმოადგენს ნარევი, რომელიც შედგება იაპონური სოფორას ყვავილისა და ცხრატყავას ფოთლებისაგან პროპორციით 4:1, ავადუღოთ ერთი ჩაის კოვზი ნარევი 200 მლ ადუღებულ წყალში. მივიღოთ ცხელი ჭამის შემდეგ 3-ჯერ დღეში.

  20. ორი სუფრის კოვზი ცხრატყავა მოვხარშოთ200 გრ. მდუღარე წყალში. შევფუთოთ, დავაყოვნოთ 30 წთ. კარგად გამოვწუროთ და დავლიოთ დღეში სამ-ოთხჯერ (უფროსებს 20-30 გრ, ბავშვებს - 10 გრ.).

  21. კუჭის აშლილობისას დღეში რამდენჯერმე დავლიოთ პიტნის ჩაი. უკეთესია გარეული პიტნა. ვისაც მუცელი ებერება და გაზები უგროვდება, მათთვისაც საუკეთესო საშუალებაა.

  22. ფაღარათის დროს კარგ საშუალებას წარმოადგენს შემდეგი ნარევის ნახარში: იფნის ქერქი - 15 გრ, მანდარინის ქერქი - 8გრ, სელი - 10გრ. 1 სუფრის კოვზ ნარევს ხარშავენ 200 მლ. ანადუღარ წყალში 10 წუთის განმავლობაში. წურავენ და იღებენ ყოველ საათში ერთხელ სუფრის კოვზით სიმპტომების გაქრობამდე.

  23. კუჭის სიმძიმის შეგრძნებისა და ჭვალის დროს: შეურიეთ ერთმანეთს 5 გრ. კატაბალახას ფესვები, 30 გრ. გვირილის ყვავილი, 10 გრ. პიტნა, 5 გრ. დიდკამის თესლი. 2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავდახურული გააჩერეთ 1 საათი, გაწურეთ და მიიღეთ ½ ჩაის ჭიქა დღეში.

  24. კუჭის მაღალი სიმჟავისას ავიღოთ 32 ცალი ევკალიპტის ფოთოლი და 12 ჭიქა წყალი. ადუღებულ წყალში ჩავყაროთ ფოთლები და გავაჩეროთ მთელი ღამე. მიღების წესი: დღეში 3-ჯერ ჭამის წინ დავლიოთ ერთი ჩაის ჭიქა-ნახევარი ხსნარი, (300გრ) ოთხი დღის შემდეგ, ოთხი დღე შევისვენოთ.

  25. კუჭის მოქმედებისთვის ავიღოთ 1 ჭიქა გადადუღებული წყალი, დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი მაწონი და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი ან მზესუმზირის ზეთი. კუჭის მოქმედება გექნებათ ნორმალური. დალიეთ უზმოზე.

  26. მანდარისნის კანი - 40 გრ, იმბირის ფესვი - 20 გრ, ავურიოთ ერთმანეთში. 1 ჩაის ჭიქა ნარევი ჩავყაროთ 200 მლ ანადუღარ წყალში, მოვხარშოთ, 10 წუთის შემდეგ ნახარში მზადაა. ეს საშუალება კარგად მოქმედებს კუჭის დაქვეითებული მჟავიანობის დროს.

  27. მეტეორიზმისა და ღებინების დროს გამოიყენება სუმბულის ყვავილის ნახარში. ამისთვის იღებენ 6 გრ ყვავილს, ხარშავენ 20 წთ 500 მლ ადუღებულ წყალში და დღის განმავლობაში იღებენ თბილ ნაყენს.

  28. ერთი ჩაის კოვზი მთელ-მთელი ბრინჯი ჩავყაროთ 7 ჭიქა წყალში. ავადუღოთ ნელ ცეცხლზე ბრინჯის სრულ მოხარშვამდე. მიღებული ნახარში კარგი საშუალებაა ბავშვების ფაღარათიანობის დროს. ნახარში ბავშვს უნდა მივცეთ ყოველ ორ საათში ერთხელ 1/3 ჭიქა.

  29. კუჭის აშლილობის დროს ერთ ჩაის კოვზ აბზინდას ჭამენ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე სამ-ოთხჯერ დღეში.


თუ მოგეწონათ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია გთხოვთ გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს. განიხილეთ ეს სტატია და ასევე მოგვწერეთ თქვენთვის საიტნერესო თემები კომენტარებში.
სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:ხალხური რეცეპტები