ახალი კბილის გაზრდა 9 კვირაში: პროცედურა, რომელიც ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი!

ახალი კბილის გაზრდა 9 კვირაში: პროცედურა, რომელიც ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი!
ექიმი ჯერემი მაო, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტში მოღვაწეობს, გვთავაზობს სრულიად ახალ, რევოლუციონალურ ტექნოლოგიას, რომელიც გვაძლევს კბილის იმპლანტებისა და პროტეზების დავიწყების საშუალებას.

პრობლემა იმაშია, რომ იმპლანტების ჩანერგვა მოითხოვს ექიმთან ხშირ ვიზიტს და ამ პროცესს ხშირად თან ახლავს აუტანელი ტკივილი, შეშუპება და დისკომფორტის განცდა... რაც შეეხება ჯერემი მაოს ტექნოლოგიას, ის უნიკალურია!

როგორ გავიზარდოთ ახალი კბილები

ექიმმა შეუმუშავა ახალი კბილების ცარიელ ალვეოლებში აღმოცენების ტექნოლოგია, რომელმაც სტომატოლოგიაში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა.

ჯერემი მაომ ნატურალური მასალებისგან შექმნა კარკასი, რომელიც თავისი ფორმით ძალიან ჰგავს ნამდვილ კბილს, და მასში ზრდის სტიმულატორი მოათავსა. ექიმმა კბილის ჩანასახი ექსპერიმენტული ცხოველების ცარიელ ალვეოლში მოათავსა. ფოროვანმა სტრუქტურამ ცხოველების ორგანიზმის ღეოვან უჯრედებს მასში მიგრირება აიძულა.

9 კვირის გასვლის შემდეგ საცდელ ობიექტებს გაეზარდათ ახალი კბილები, რომლებიც იდეალურად შეუხორცდა პაროდონტალურ იოგებს.

მოკლედ, ექიმის მიერ გაკეთებული ეს აღმოჩენა გვაძლევს 9 კვირაში ახალი კბილების გაზრდის საშუალებას, რაც გასაოცარია!

მოუთმენლად ველოდებით ამ რევოლუციონალური ტექნოლოგიის ჩვენს ქვეყანაში გამოჩენას. ექიმი მაო გვპირდება, რომ ხანმოკლე დროში აღარ მოგვიწევს მტკივნეული პროცედურების ჩატარება და სტომატოლოგის ხშირი ვიზიტი.

არ დაგავიწყდეთ ამ სასიხარულო ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება!