ახალი კბილის პასტა, რომელიც სტომატოლოგებს უმუშევარს დატოვებს!

ახალი კბილის პასტა, რომელიც სტომატოლოგებს უმუშევარს დატოვებს!
მსოფლიოს მასშტაბით უამრავი სახეობისა და ხარისხის კბილის პასტას ვხვდებით... იაპონელმა მკვლევარმა კაზუი იამაჰისიმ რევოლუციური აღმოჩენა გააკეთა! მან შექმნა კბილის პასტა წარმოუდგენლად ძლიერი თვისებებით! ეს არის მრავალფუნქციური კბილის პასტა, რომელიც ავსებს კბილებში არსებულ ყველა ბზარსა და ხვრელს და ამავდროულად აღადგენს კბილის ემალს.

ახალი კბილის პასტა თავისი შემადგენლობით ძალზედ ჰგავს თვითონ კბილის ემალს, რადგან ის შეიცავს ანალოგიურ კომპონენტებს, თუმცა თხევად მდგომარეობაში.

საბოლოო პროდუქტის გამოშვებამდე იამაჰასიმ მრავალი ექსპერიმენტი ჩაატარა ჰიდროკსიაპატიტთან (ცნობილი, როგორც კალციუმის კრისტალური ფოსფატი) დაკავშირებით. ეს ფაქტი ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ კალციუმის ფოსფატი წარმოადგენს კბილის შემადგენელ ძირითად კომპონენტს და ის ახალი პასტის შემადგენლობაშიც შედის.

აი როგორ მოქმედებს ის: მას შემდეგ, რაც ამ პასტით კბილებს გაიხეხავთ, დაუყონებლივ შეძლებთ ემალიდან მჟავების გაქრობას, ხოლო 3 წუთის გასვლის შემდეგ პასტა კრისტალიზირდება და ნატურალი ემალის ნაწილი ხდება.

ჩვენ მოვიძიეთ ამ ექიმის ოფიციალური საიტი, სადაც კვლევის შედეგების ფოტომასალა აღმოვაჩინეთ. მართლაც, რომ შთამბეჭდავია!