მან კარაქის გაყინულ ნაჭერს ჭიქა დააფარა, ხოლო ერთი წუთის შემდეგ... დიასახლისებო, ეს უნდა იცოდეთ!

მან კარაქის გაყინულ ნაჭერს ჭიქა დააფარა, ხოლო ერთი წუთის შემდეგ... დიასახლისებო, ეს უნდა იცოდეთ!
გიყვართ კულინარია და კერძების მომზადება? მაშინ გეცოდინებათ, თუ რამდენად დიდი უპირატესობა ენიჭება კარაქს სამზარეულოში... სამწუხაროდ, საყინულედან გამოღებული კარაქის მოხმარება დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რის გამოც რამდენიმე წუთი გვიწევს ლოდინი, სანამ ის გალღვება და დარბილდება.

რამდენი ადამიანი იწყებს დღეს უბრალო ბრუტერბროდით, თუმცა კარაქის გაყინული ნაჭრების პურზე გადასმა შეუძლებელია! ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ მიზნაd გაცილებით რთული კერძის მომზადება გაქვთ, თუმცა კარაქის მაცივრიდან გამოღება და გალღობა დაგავიწყდათ...

სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის გამოიყენება ეს მარტივი, თუმცა უნიკალური რჩევა. უბრალო ჭიქის გამოყენებით სულ რაღაც ერთ წუთში შეძლებთ გაყინული, გაქვავებული კარაქის დარბილებას. ეს რჩევა თითოეულ ჩვენგანს გამოადგება!



პირველ რიგში ჩაასხით ჭიქაში ცხელი წყალი და დააყოვნეთ 30-50 წამით. ამ დროის გასვლის შემდეგ გადაღვარეთ წყალი და კარაქის ნაჭერს დააფარეთ ზემოდან ჭიქა.

სულ რაღაც ერთი წუთი და კარაქი გამოსაყენებლად მზადაა!