მსოფლიოში ყველაზე გემრიელი შოკოლადის მუსი 10 წუთში!
fpaparazzi გასწავლით ერთ ხრიკს, რომლითაც უგემრიელეს და მსოფლიოში ყველაზე ცნობილ დესერტსს უმარტივესად, კვერცხის, კრემისა და კარაქის გარეშე გააკეთებთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 200 გ შავი შოკოლადი 60 % კაკაოს შემცველობით.
- 180 მლ წყალი
- 2 ქვაბი და ჯამი
მომზადების წესი:
- აავსეთ წყლით დიდი ქვაბი და ჩადგით მასში პატარა ჯამი.
- შემდეგ შედგით ასევე მაცივარში. შეგიძლიათ წყალში ყინულები ჩაყაროთ. ეს იმისათვის არის საჭირო, რომ ჯამი კარგად გაცივდეს.
- აიღეთ კიდევ ერთი ქვაბი, ჩაასხით მასში 180 მლ წყალი და დაუმატეთ მასში დატეხილი შავი შოკოლადი.
- შემდეგ დადგით ნელ ცეცხლზე და ურიეთ იქამდე, სანამ შოკოლადი არ გადნება. არ აადუღოთ!
- გამოიღეთ ქვაბი მაცივრიდან და ჩაასხით უკვე გაციებულ ჯამში ცხელი შოკოლადი ისე, რომ არ ამოიღოთ წყლიანი ქვაბიდან.
- შემდეგ ურიეთ დაახლოებით 10 წუთი. მაგალითად, ხელის ზამბარით, მიქსერით ან უბრალოდ კოვზით.
- პირველ 5-7 წუთში მასას არაფერი მოუვა, მაგრამ შემდეგ ის გასქელებას დაიწყებს.
- როცა მასა პასტად გადაიქცევა, მუსი მზად არის.
- შოკოლადის მუსი შეგიძლიათ როგორც ცალკე მიირთვათ, ასევე მაგალითად, ნაყინთან ან კექსთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!