ძალიან გემრიელი გოგრის ორცხობილა.

ძალიან გემრიელი გოგრის ორცხობილა.
გთავაზობთ ძალიან გემრიელი გოგრის ორცხობილის მომზადებას, რომელიც შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში მიირთვათ !

ინგრედიენტი :

წყალი 200 გრ.
1 ს.კ შაქარი.
2 ს.კ მშრალი საფუარი.
1 ქათმის კვერცხი.
120 გრ. შედედებული რძე.
1 ს.კ ფორთოხლის კანი.
0.5 ს.კ კურკუმა.
50 გრ. კარაქი (მდნარი).
0.5 ს.კ მარილი.
275 გრ. გოგრა.
850 გრ. ფქვილი.

ძალიან გემრიელი გოგრის ორცხობილა.

მოსამზადებლად ასევე დაგვჭირდება : წყალი 1ლიტრი, სოდა და სპეციალური ყაყაჩოს თესლი (მოხალული) 50 გრ.

მომზადება :

1. დავჭრათ გოგრა მცირე ნაჭრებათ და მოვხარშოთ. მოხარშვა გააგრძელეთ იქამდე, სანამ გოგრა რბილი არ გახდება.



2. აიღეთ ფართო ზომის ჭურჭელი, სადაც მოათავსებთ წყალს (200გრ.), შაქარსა და მშრალ საფუარს. აურიეთ ერთმანეთში სანამ მთლიანად არ შეერევა. გააჩერეთ ოდნავ თბილ ტემპერატურაზე, 10-15 წუთის განმავლობაში.



3. გაცერით ფქვილი და მოათავსეთ ფართო ჭურჭელში. დაუმატეთ ფორთოხლის კანი და მარილი.



4. მოხარშული გოგრა მოათავსეთ ისეთ ჭურჭელში, სადაც საბოლოოდ მოხდება მისი დაფქვა-დანაწევრება. დაფქული გოგრა პიურეს მსგავსი უნდა იყოს. პიურეს მსგავსი გოგრა გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე გაგრილებამდე.



5. ჭურჭელში, სადაც საფუარი და შაქარი გვქონდა ახლა უკვე კვერცხი, შესქელებული რძე, მდნარი კარაქი და გოგრის პიურე დავამატოთ. აურიეთ ყველა პროდუქტი იქამდე, სანამ კარგად არ მოხდება მათი შერევა. შესაძლოა ამ პროდუქტების შერევა ნელ-ნელა მოხდეს.



6. დაამატეთ მე-3 საფეხურზე ნახსენები ფქვილი. შეგიძლიათ მცირე რაოდენობითაც დაამატოთ საფუარი. აურიეთ იქამდე, სანამ არ მოხდება მათი გაერთიანება ცომის სახით. გააჩერეთ 60 წუთი.



7. ახლა კი უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ ცომის დაყოფა მრგვალ ნაჭრებად. (ინსტრუქცია იხ. ფოტოზე)



8. ახლა უკვე დროა ცომი მოიხარშოს. ჩაასხით ჭურჭელში 1 ლტ. წყალი და დადგით გაზქურაზე. შემთბარ წყალში დაახლოებით 15-20 წამის განმავლობაში გააჩერეთ გოგრის ცომი, ამოიღეთ და კარგად გაამშრალეთ.



9. გამშრალებულ გოგრის ცომს შეგიძლიათ მცირე რაოდენობით კარაქიც წაუსვათ (სურვილისამებრ). გამშრალებული გოგრა ორივე მხრიდან მოათავსეთ იმ ჭურჭელზე, სადაც ყაყაჩოს მოხალული თესლია.



10. დროა უკვე ჩვენი მომზადებული გოგრის ცომი ღუმელში გადავიტანოთ, სადაც 40-45 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე იქნება მოთავსებული.



11. დაელოდე გოგრის ორცხობილის მომზადებას. ღუმელში მოთავსებული ორცხობილა ზომაში მცირე მატებას განიცდის.






გემრიელად მიირთვით !