ეს კარტოფილი ძალიან სწრაფად მზადდება, მაგრამ შედეგი აღფრთოვანებას იწვევს!
კარტოფილის კერძების უამრავი რეცეპტი არსებობს. ეს უნიკალური ბოსტნეული განაგრძნობს ჩვენს გაოცებას თავისი გემრიელი თვისეებით. fpaparazzi-მ მოგიმზადათ კიდევ ერთი რეცეპტი: კარტოფილი "ფონდანი".
გარდა იმისა, რომ ეს კერძი ძალიან ეფექტურად გამოიყურება და მის დამზადებას საათზე ნაკლები ჭირდება, მისი გემოს გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია! ამ რეცეპტში გამოიყენება ბეგქონდარა , რომელიც კარტოფილს განუმეორებელ არომატს მიანიჭებს. ხრაშუნა გარეკანი და ნაზი შიგნიდან, ასეთი კარტოფილის კერძით ოჯახის წევრების გახარება ნამდვილად ღირს.
კარტოფილი ზეთითა და ბეგქონდარათი - ინგრედიენტები
მომზადება
1. იმისათვის, რომ კარტოფილი ლამაზად გამოიყურებოდეს, გაასუფთავეთ ის შემდეგნაერად: თავდაპირველად მოაჭერით თავი და ბოლო, შემდეგ კი კარტოფილს კუთხეები გაუკეთეთ. გაჭერით ის შუაზე ისე რომ თანაბარი ზომის ნაწილები მიიღოთ.
2. გარეცხეთ დაჭრილი კარტოფილი და მოათავსეთ ის ქაღალდის ხელსახოცზე, სისველის მოსაშორებლად
3. აიღეთ ღრმა ტაფა და მასში ზეთი გააცხელეთ. მაღალ ცეცხლზე დაბრაწეთ კარტოფილის ზედა და ქვედა ნაწილი.
4. როდესაც კარტოფილი ოქროსფერს მიიღებს, ქაღალდის ხელსახოცით მოაშორეთ ზეთი ტაფიდან.
5. შემდეგ დაყარეთ ტაფაზე კარაქი და ბეგქონდარა. მოაყარეთ მარილი და პილპილი.
6.როდესაც კატოფილი ცოტათი შეიწვება, დაასხით ტაფაზე ქათმის ბულიონი, მოხსენით ის ცეცხლიდან და მოათავსეთ გახურებულ ღუმელში (დუხოვკა) ნახევარი საათით.
თქვენ ასევე შეგიძლიათ ეს პროცესი ვიდეოშიც ნახოთ! - არ დაივიწყოთ კომენტარის დატოვება

- 3 დიდი ზომის კარტოფილი
- 2 სუფრის კოვზიი ზეთი
- 2 სუფრის კოვზი კარაქი
- ბეგქონდარას 4 ტოტი
- 1/2 ქათმის ბულიონი
- მარილი და პილპილი გემოვნებით