32 წლიანი უსამართლო პატიმრობის შემდეგ ქალბატონი გაათავისუფლეს.

32 წლიანი უსამართლო პატიმრობის შემდეგ ქალბატონი გაათავისუფლეს.
74 წლის მერი ჯონსი გახლავთ ქალბატონი, რომელიც ათეული წლები უსამართლოდ ისჯებოდა. მისთვის მოთმინება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სათნოებაა.

1981 წელს მერი ჯონსი მკვლელობისათვის გაასამართლეს. და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მკვლელობას დაემატა ნარკოდანაშაული, იარაღით მუქარა, რაც მოსამართლისთვის საკმარისი აღმოჩნდა საბედისწერო განაჩენისთვის.

2006 წელს, ზუსტად 25 წლის შემდეგ მერი ჯონსის საქმე ხელახლა განიხილეს და ბევრი უცნობი დეტალიც იპოვეს. წლების განმავლობაში ტარდებოდა გამოძიებები, რაც საბოლოოდ მერის გათავისუფლებით დასრულდა. სასამართლომ დაადგინა, რომ მერი ჯონს არ მოუკლავს კაცი, ხოლო ნარკოდანაშაული და იარაღით მუქარა მისთვის განკუთვნილი საერთოდ არ იყო.

32 წლის შემდეგ ქალბატონს შეუძლია ოჯახთან ერთად გაატაროს დარჩენილი სიცოცხლე, მას შვილები და შვილიშვილები ყავს. მერი ჯონსის განცხადებით იგი ძალიან ბედნიერია, რადგან თავისუფალია. ცნობილია, რომ სახელმწიფო მას კუთვნილ თანხას გადაუხდის, რაც შესაძლოა რამოდენიმე მილიონი აღმოჩნდეს.