8 ყველაზე პოპულარული მსახიობი, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ციხეში იჯდა

8 ყველაზე პოპულარული მსახიობი, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ციხეში იჯდა
8 ყველაზე პოპულარული მსახიობი, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ციხეში იჯდა:

1. მიშელ როდრიგესი

მიშელ როდრიგესს გამოსაცდელი ვადის პერიოდში არაფხიზელ მდგომარეობაში საჭის მართვის გამო მიუსაჯეს 180 დღიანი პატიმრობა ლოს-ანჯელესში. ციხეში, რომელშიც ქალბატონი სასჯელს იხდიდა, ასევე ისხდნენ ლინდსი ლოჰანი და ნიკოლ რიჩი.



2. Lil’ Kim

რეპერი ქალბატონი ციხეში ზუსტად ერთი წელი და ერთი დღე იჯდა. 2005 წელს ლილ კიმი გაასამართლეს სისხლის სამართლის შეთქმულების გამო, ასევე მას დააკისრეს ფულადი ჯარიმა 50 000 დოლარის ოდენობით და მიუსაჯეს 3 წლიანი პირობითი პატიმრობა.



3. უესლი სნაიპსი

უესლი სნაიპს მიუსაჯეს 3 წლიანი პატიმრობა საგადასახადო სამართალდარღვევების გამო. 2010 წლიდან 2013 წლამდე მამაკაცი იხდიდა სასჯელს პენსილვანიაში მდებარე ციხეში. საბედნიეროდ, უესლიმ ისწავლა გაკვეთილი და ამ ფაქტიდან მოყოლებული მას მსგავსი შეცდომა აღარ დაუშვია.



4. რობერტ დაუნ-უმცროსი

1999 წელს რობერტს მიუსაჯეს 3 წლიანი პატიმრობა. მამაკაცი გაასამართლეს ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისა და გამოსაცდელი ვადის პერიოდში კანონების დარღვევის გამო.

8 ყველაზე პოპულარული მსახიობი, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ციხეში იჯდა

5. პოლ მაკკარტნი

პოლ მაკკარტნი ნამდვილად იჯდა ციხეში, თუმცა მისი სასჯელი მხოლოდ 1 კვირიანი პატიმრობით შემოიფარგლა. 1980 წელს მამაკაცი დააკავეს ტოკიოს აეროპორტში დიდი რაოდენობით მარიხუანას ტრანსპორტირების გამო.



6. პერის ჰილტონი

თავდაპირველად ჰილტონი არაფხიზელ მდგომარეობაში საჭის მართვის გამო დააკავეს და მას პირობითი სასჯელი მიუსაჯეს, თუმცა ქალბატონი მაინც თამამად განაგრძობდა წესების დარღვევას, რის გამოც 2007 წელს იგი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. მას მიესაჯა 45 დღიანი პატიმრობა ქალთა გამოსასწორებელ დაწესებულებაში. მეტიც, ჰილტონმა საკუთარ სასამართლოზეც კი დააგვიანა.



7. ვინს ნილი

ჯგუფ ''Motley Crue''_ს მუსიკოსი დაადანაშაულეს ჯგუფ ''Hanois Rocks''_ის დრამერის მკვლელობაში. ეს მოხდა 1984 წლის 8 დეკემბერს, როდესაც ვინსი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტოავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც დაიღუპა დრამერი, რომელიც მას გვერდზე ეჯდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა მანქანაში მსხდომი თითოეული ადამიანი, თუმცა დაიღუპა მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი, რომელიც სულ რაღაც 24 წლის იყო.




8. დენი ტრეხო

დენი ტრეხო ფილმების მოყვარულთათვის ცნობილია, როგორც სასტიკი მსახიობი, რომელიც მონაწილეობას იღებს ისეთ ფილმებში, როგორიცაა ''მაჩეტე''. ვარსკვლავობამდე დენიმ განვლო ურთულესი გზა, რადგან მას მოუწია კალიფორნიის არაერთ ციხეში სასჯელის მოხდა. ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებული მამაკაცი ფულის შოვნისთვის არაკანონიერ გზებს მიმართავდა.