უმუშევარმა 4 შვილის დედამ ბედისწერისგან გასაოცარი საჩუქარი მიიღო!
მერი ჰოლმსი წარმოშობით ქალაქ შალოტიდანაა. იგი მარტოდ მარტო ზრდიდა 4 შვილს უკიდურეს გაჭირვებაში, თუმცა მიუხედავად უამრავი ტკივილისა და დიდი გაჭირვებისა, დედას ფარ-ხმალი არასდროს დაუყრია და შვილების კეთილდღეობისთვის თავს არ ზოგავდა. სწორედ ამიტომ ახალგაზრდა დედა ბედისწერამ დაასაჩუქრა და მის ბნელ დღეებში სინათლის სხივი შემოიჭრა.
"Powerball"_ის ლატარიაში ქალბატონმა 188 მილიონი დოლარი მოიგო. მერი ჰოლმსის თქმით იგი წარმოუდგენლად მადლიერია ბედისწერის მიმართ ამ საჩუქრისთვის. დღეიდან მას აღარ მოუწევს ყოველდღიურად იმაზე ფიქრი, თუ როგორ არჩინოს 4 შვილი. მერიმ ჟურნალისტებს თავისი სამომავლო გეგმები გაუზიარა და განაცხადა, რომ აპირებს ახალი სახლის, მანქანის ყიდვას და ბავშვების კოლეჯში გაგზავნას სამომავლოდ. ასევე მან განაცხადა, რომ აპირებს მოგებული თანხის მეათედის იმ ეკლესიისთვის შეწირვას, რომელშიც იგი დადის.
მერი ჰოლმსის თქმით იგი არც თუ ისე დიდი სიხშირით ყიდულობდა ლატარიის ბილეთებს. მხოლოდ დროგამოშვებით, პერიოდულად, როდესაც მას ამის საშუალება ჰქონდა. ასევე იგი აცხადებს, რომ სურს შვილებს მისცეს ყველაფერი საუკეთესო ამ ცხოვრებაში, თუმცა ისე, რომ მათ გაათვითცნობიერონ: "ფულს არ უნდა შესწევდეს ადამიანის შეცვლის ძალა. ეს მხოლოდ საშუალებაა დასახული მიზნების მისაღწევად".
სამომავლოდ ამ ნამდვილად დასაფასებელ ქალბატონს და თავგანწირულ დედას აღარ მოუწევს ვალებში ცხოვრება და დაბალანაზღაურებადიან ადგილებზე მუშაობა. ნამდვილად სასიამოვნოა, როდესაც ასეთი ხალხის ცხოვრებაში დგება ბედნიერებისა და სიხარულის ეტაპი. ამ ლატარიაში მოგების შანსი უდრის ერთს 175 მილიონიდან. (1:175 000 000)