აშშ-ს 10 უმდიდრესი ქალბატონი

აშშ-ს 10 უმდიდრესი ქალბატონი
1. კრისტი უოლტონი - ფლობს 39 მილიარდი დოლარის უძრავ-მოძრავ ქონებას, ქვრივია, 59 წლის, ყავს ერთი შვილი, რომელმაც რაც არუნდა გასაკვირი იყოს, ბავშობაში კიბოს მძიმე ფორმა, წარმატებით გადაიტანა, თვითონ ამ ქალბატონს კი, პნევმონიის ურთულესი ფორმა აქვს, სიმდიდრის წყარო - კომპანია Wal-Mart-ია, რომელიც 2005 წელს ქმრის ჯონი უოლტონის გარდაცვალების შემდეგ მიიღო, რომელიც თავის მხრივ ვიეტნამის ომის პერიოდში ცნობილი სადაზღვერო-სადესანტოპოლკის მეთაური იყო

2. ელის უოლტონი, პირადი ქონება 35 მილიარდი დოლარი, ისე როგორც პირველ ადგილზე მყოფი დედამისი, მამამისს უნდა უმადლოდეს ამხელა ქონების დაგროვებას, რომელიც აქტივების სახით „შეაკოწიწა“ უოლტონების ქვრივმა და შვილმა, თავად ქ-ნი ელის ქმარს გაშორებულია


3. ჟაკლინ მარსი, ქონება 22 მილიარდი დოლარით იზომება, 73 წლისაა, ქმარს გაშორებული, ყავს სამი შვილი, ქონება ტკბილეულის და ცომეულსი წარმოების უდაოდ სწორი მარკეტინგით დააგროვა და აშშ-ში დღესაც ცნობილი კონდინტერის სახელით სარგებლობს, უნდა აღინიშნოს, რომ ის, ძმებთან ჯონთან და ფორესტთან ერთად აწარმოებს მსოფლიოში სახელგანთქმული შოკოლადების ქარხნის MARS -ის მუშაობას


4. ლორინ ნაუელ ჯობსი, 16, 6 მილიარდი დოლარის მფლობელი, 49 წლის ქალბატონია, ქვრივი, სამი შვილის პატრონი, დიდი ქონება დააგროვა წარმატებული კომპანიების აქციების ფლობით, ისეთების როგორიცაა Apple და Disney, სტივ ჯობსის ქვრივს ბიზნესის არანაკლები ნიჭი აღმოაჩნდა ვიდრე, მის სიცოცხლეშივე პოპულარულ მეუღლეს.


5. ენ კოქს ჩემბერგი, 16, 2 მილიარდის მფლობელია, ამხელა ქონება კომპანია Cox Enterprises-ით დააგროვა, ქმარს გაშორებულია, სამი შვილი ყავს და იცით რამდენი წლისაა? 94... დიახ, არ მოგჩვენებიათ 94 წლისაა, კორპორაცია 1898 წელს მამამისმა დაარსა და საკაბელო ქსელების ბიზნესით დაიწყო არსებობა, დღეს კი ავტომობილების ინტერნეტ აუქციონების ერთ-ერთი უმსხვილესი მფლობელიცაა, მედია მაგნატიც და მედია-კორპორაციაც. საოცარია და 94 წლის ქალბატონი დღესაც აქტიურად ერევა თავისი კორპორაციების დირექტორთა საბჭოს მუშაობაში



6. აბიგეილ ჯონსი, 52 წლის, პატიოსანი, მეოჯახე, ორი შვილის დედა, ქმრის პატივისმცემელი და 13, 3 მილიარდი დოლარის მფლობელი, ბაბუამისის მიერ 1946 წელს დაარსებულმა კომპანიამ Fidelity Financial Services დღემდე წარმატებულად მოაღწია და საფინანსო გარიგებების ერთ-ერთი ფლაგმანი კომპანიაა მთელს აშშ-ში


7. ბლედ პარი-ოკედონი, სულ რაღაც 8 მილიარდის ქონებას ფლობს ეს, 63 წლის ქალბატონი, გათხოვილია, ცხოვრობს მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად (მე შენ გეტყვი ადგილი არ ექნებათ სახლში), დიდი ფულის დაგროვება დაიწყო კომპანია cox enterprise-ს დახმარებით, ალბათ მიხვდებოდით რომ მე-6 ადგილზე მყოფი ენ კოქს ჩემბერგის შვილი ბრძანდება და სავარაუდოდ გადაყრუების ასაკში, როცა შევა 94 წლის დედამისი, ქონების დარჩენის დიდი შანსი სწორედაც რომ ქალბატონ ბლედს აქვს.

8. დენი ავარა, 7 მილიარდი დოლარის მფლობელია, ნავთობი და გაზი“ ამ ქონების დაგროვებსი წყაროა, 49 წლის ბრძანდება, გათხოვილია, შვილები არ ყავს (რა საინტერესოა, ვის უტოვებს ამხელა ქონებას, როცა აღარ იქნება?), მაგრამ ეს ქალი ისეთი მამის შვილია, აშკარად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, მამამისი კომპანია Enterise Products Partners-ის დამფუძნებელია, რომელიც სწორედაც, რომ ნავთობისა და გაზის უმსხვილესი მწარმოებელი იყო 1968 წლიდან (მაგრამ რაღაც ცოტა ხომ არ გეჩვენებათ 7 მილიარდი ნავთობისა და გაზის ბიზნესის მეპატრონისთვის? მასე 7 მილიარდი ხო ჩვენი ქვეყნის უფროსსაც აქვს?)


9. მილან ფრანცი, ყველაზე ახალგაზრდაა, 45 წლის ქალბატონი გათხოვილია, შვილები რატომღაც არც მას ყავს, ისიც ნავთობ-კორპორაცია Enterise Products Partners-ის დამფუძნებლის დენ დუნკანის შთამომავალია


10. რენდა უილიამსი, 7 მილიარდი დოლარის პატრონია, 52 წლის, გათხოვილი, ყავს ერთი შვილი, ისიც იმ ნავთობ-კორპორაციის მეწილეა, რომელიც მე-9 ადგილზე გასული მილან ფრანცის შემთხვევაში მუშაობს.