რას მოგითხრობთ ხელის მტევნის ფორმა საკუთარი თავის შესახებ?

რას მოგითხრობთ ხელის მტევნის ფორმა საკუთარი თავის შესახებ?
1. კვადრატული მტევანი და მოკლე თითები.

ადამიანები, რომელთაც ხელის მსგავსი მტევანი აქვთ, პრაქტიკულები, საიმედოები, ლოიალურები და კომუნიკაბელურები არიან. ხშირად ისინი კონსერვატულობასაც ავლენენ, უყვართ ტრადიციები და იღებენ დიდ სიამოვნებას მათი მხარდაჭერით. ეს ადამიანები ასევე ძალიან ორგანიზებულები არიან და უყვართ ყველაფრის სისტემატიზირება. მათთვის დამახასიათებელია მთელი ცხოვრების წინასწარ დაგეგმვა, პასუხისმგებლობის მაღალი შეგრძნება, თავდაჯერებულება და სწამთ, რომ ყველა ადამიანი თავად განაგებს საკუთარ ბედს. სურვილი იმისა, რომ მაქსიმალურად ხანმოკლე დროში რაც შეიძლება ბევრი საქმის გაკეთება მოასწრონ, ხშირად მათი დაბნეულობის მიზეზი ხდება, თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მსგავსი სიტუაციებიდანაც ძალიან მარტივად იძვრენენ თავს.

2. კვადრატული მტევანი და გრძელი თითები.

ხელის მტევნის ეს ფორმა დამახასიათებელია ემოციონალური, მრავალფეროვანი ინტერესების მქონე და კომუნიკაბელური ადამიანებისთვის. მათ ძალიან უყვართ მოგზაურობა, ხალხის გაცნობა და ხმაურიანი წვეულებები, რადგან ამ ადამიანებს ჰაერივით ესაჭიროებათ ახალი ემოციები. რუტინები და რიტუალები - ყოველივე ეს მათ სფეროს არ წარმოადგენს. ეს ადამიანები ძალზედ მარტივად პოულობენ ახალ გატაცებებს, თუმცა ასევე ძალიან მარტივად ივიწყებენ მათ.
დროთა განმავლობაში ესაჭიროებათ ცვლილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი იტანჯებიან რუტინად ქცეული ყოველდღიურობისგან. გასაოცარია, თუმცა მიუხედავად ამ თვისებებისა, ეს ადამიანები წარმატებულები არიან კარიერული თვალსაზრისით.

3. წაგრძელებული მტევანი და მოკლე თითები.

ამ ადამიანებს ულევი ენერგია და იდეები აქვთ, ახასიათებთ მაორგანიზებელი უნარ-ჩვევები და ხშირად მანიპულირებენ სხვა ადამიანებით. მთელ ცხოვრებას ისინი სიჩქარეში ატარებენ, მიუხედავად იმისა, თუ რითი არიან დაკავებულნი. მათთვის ასევე დამახასიათებელია ცნობისმოყვარეობა და ძალიან უყვართ სიახლეების საკუთარ თავზე გამოცდა. ასეთი ადამიანები კომუნიკაბელურები არიან და ადვილად ეწერებიან ახალ კოლექტივში.

4. წაგრძელებული მტევანი და გრძელი თითები.

ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელია რბილი ხასიათი, მგრძნობიარობა და გულწრფელობა. ასევე განვითარებული აქვთ ინტუიცია. ურთიერთობაში მათთვის სულერი მხარე მატერიალურზე გაცილებით მნიშვნელოვანია. ჩვეულებისამებრ, ისინი არასდროს ჩქარობენ ცხოვრებაში. სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი ამ ადამიანების კოზირს ნამდვილად არ წარმოადგენს. სიჩქარე, ადრენალინი და ამაოება - სამი რამ, რასაც ეს ადამიანები ცხოვრებაში ყოველთის გაურბიან.