ნეკა თითის ზომასა და ფორმას უამრავი რამის მოთხრობა შეუძლია ადამიანზე.

ნეკა თითის ზომასა და ფორმას უამრავი რამის მოთხრობა შეუძლია ადამიანზე.
ეს შეიძლება ცოტათი უცნაუროდ მოგეჩვენოთ, თუმცა ხელის ყველაზე პატარა თითის ფორმასა და სიგრძეს უამრავი რამის მოთხორბა შეუძლია ადამიანის შესახებ...

ყურადღებით დააკვირდით საკუთარი ხელის მტევანს და განსაზღვრეთ, თუ რომელ ტიპს მიეკუთვნება თქვენი ნეკა თითი.

1. ნორმალური სიგრძის ნეკა თითი
ნეკა თითი, რომლის სიგრძეც აღწევს არათითის ზედა ფალანგს, ნორმლაურად ითვლება. ეს ადამიანები გამოირჩევიან ჩამოყალიბებული ხასიათით და მტკიცე ცხოვრებისეული პრინციპებით. ისინი ძალზედ იშვიათად იცვლიან წარმოდგენებს ამა თუ იმ საკითხის ან პიროვნების მიმართ.

2. გრძელი ნეკა თითი.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ნეკა თითი არათითის ზედა ფალანგზე გრძელია, ძალიან გაგიმართლათ! ნეკა თითის ასეთი ფორმა დამახასიათებელია მომხიბვლელი, ქარიზმატული ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრებაში არასდროს ნებდებიან. წარმოუდგენელი ნიჭით დაჯილდოებული ეს შრომისმოყვარე ადამიანები ცხოვრებაში უდიდეს წარმატებებს აღწევენ...

3. მოკლე ნეკა თითი
მოკლე ნეკა თითის მქონე ადამიანები ძალზედ ყურადღებიანები და მეგობრულები არიან. მჭერმეტყველური ენისა და დიპლომატიური ურთიერთობების წარმართვის უნარი ამ ადამიანებს წარმატების მიღწევაში ეხმარებათ.

4. წაწვეტებული ნეკა თითი
წაწვეტებული ნეკა თითის მქონე ადამიანები შემოქმედებითი ნატურები არიან. ეს ადამიანები ვერ იტანენ გაურკვევლობას და ყოველთვის შეუპოვრად იბრძვიან დასახული მიზნების მისაღწევად.

5. მოხრილი ნეკა თითი
ნეკა თითის ეს ფორმა მეტყველებს ცვლილებების მიმართ სწრაფი ადაპტირების უნარზე, რაც ძალიან დიდი პლიუსია. ამ ადამიანებისთვის მშვიდობის ფასი არაფერია...

6. ნეკა თითის განიერი სახსარი
ნებისმიერ სიტუაციაში და ვითარებაში შეგიძლიათ დაეყრდნოთ ადამიანს, რომლისთვისაც ნეკა თითის ეს ფორმაა დამახასიათებელი. მათ უამრავი რამ იციან გარემომცველი სამყაროს შესახებ და ყოველთვის მზად არიან მეგობრისთვის დახმარების ხელის გასაწოდებლად!