ზოდიაქოს საიდუმლოებანი: 12 რამ, რაც არ იცოდით მიწის სტიქიის ნიშანზე

ზოდიაქოს საიდუმლოებანი: 12 რამ, რაც არ იცოდით მიწის სტიქიის ნიშანზე
ზოდიაქოს 12 ნიშანი 4 მთავარ სტიქიად იყოფა: ცეცხლი, ჰაერი, მიწა და წყალი. ყველა ზოდიაქოს ნიშანს, რომელიც ერთი ტიპის ქვეშ ერთიანდება აქვთ მსგავსი დამახასიათებლი თვისებები. მიწის სტიქიის ნიშნებს განეკუთვნებიან კურო, ქალწული და თხის რქა. გავიცნოთ უფრო ახლოს მიწის სტიქიის ნიშანი.

1. ისინი არიან მომთმენები

მიუხედავად იმისა, რომ ისინი გულგრილებად და ცივებად ითვლებიან, არიათ ძალიან მომთმენები. მათ აქვთ უსასრულო მოთმინების უნარი და შეუძლიათ მთელი ცხოვრება ელოდონ მათთვის შესაფერის ადამიანს.

2. უყვართ როცა ანებივრებენ

მიწის სტიქის ნიშნებს უყვართ როცა ანებივრებენ, არ აქვს მნიშვნელობა ეს საჩუქრებით იქნება თუ ტკბილეულით. მათ უყვართ ფუფუნების საგნები.

3. ისინი არიან ჭკვიანები და პრაქტიკულები

ისინი დედამიწასთან ამყარებენ კავშირს ხუთივე შეგრძნების საშუალებით. თუ მათ სმენა, მხედველობა, ყნოსვა, შეხება ან დაგემოვნება არ შეუძლიათ შანსია ვერაფერი გაიგონ. ისინი არ დაფრინავენ ღრუბლებში, არამედ მყარად დგანან მიწაზე.

4. უყვართ დაგეგმვა

სიები, სიები და მეტი სიები. მიწის სტიქის ნიშნები წინასწარ გეგმავენ დღეს და მხოლოდ მაშინ არიან მშვიდად როცა ჩამოწერილი აქვთ დღის განრიგი დღიურში, სადაც შეძლებენ აღნიშნვას რა გააკეთეს და რა არა.

5. ისინი არიან დეტალებზე ორიენტირებულნი

ისინი მიიჩნევიან კრიტიკულ არსებებად, მხოლოდ იმიტომ, რომ არიან დეტალებზე ორიენტირებულნი და ძნელია რაიმე ხარვეზი მათთვის შეუმჩნეველი დარჩეს. თუმცა, მალევე მათი დადებითი თვისება, იქცევა, უარყოფითი თვისებად რადგან ხდებიან შარიანები და ნაკლის მაძიებლები!

6. ისინი არიან კომუნიკაბელურები

მათ უყვართ საუბარიც და მოსმენაც თანაბრად, ამგვარად თქვენ შეგიძლიათ გადაუშალოთ გული მიწის ნიშნის წარმომადგენლებს დარდის გასაქარვებლად.

7. ისინი არიან სწრაფები

ისინი არიან სწრაფები და ორიენტირებულნი იმაზე, რაც რეალურია. ეს თვისება ეხმარება მათ იყონ არამხოლოდ პროდუქტიულები, არამედ სწორად გადაწყვიტონ რეალური პრობლემები.


8. ისინი არიან ძალიან ანალიტიკურები და თვითდაკვირვების მწარმოებელნი


მიწის სტიქისს ნიშნებს უყვართ ფიქრი და საკუთარ თავთან კითხვების დასმა საკუთარ რწმენებზე. ისინი ყოველთვის მიუთითებენ სხვებს ნაკლზე, ხშირად ამოწმებენ თავიანთ თავს, რაც ხშირად არის მათ ცხოვრებაში ნეგატივისა და სევდის მომგვრელი.

9. ისინი არიან "დავალების შემსრულებენი"

მათ არა მხოლოდ მოსწონთ დავალებების შესრულება, არამდე სიამოვნებთ მუშაობა და "უფროსის" როლში ყოფნა. ისინი ბუნებით ლიდერები არიან!

10. ისინი არიან ამბიციურები
მიუხედავად იმისა რომ მათ არ უყვართ ღრუბლებში ფრენა ერთადერთ რამ რაც არ აკმოყოფილებთ თავიანთი პოზიციაა ცხოვრებაში. მათ ყოველთვის უნდათ მეტი და უკეთესი. ისინი არიან ამბიციურები და იციან რომ შრომისმოყვარეობა აიყვანს მათ სიმაღლეებამდე.

11. მათ ურჩევნიათ ხარისხი რაოდენობას
რადგანაც მათ ფუფუნება უყვართ, როგორც წესი ისინი არჩევენ ხარისხს რაოდენობას. აგრეთვე სერიოზულ ურთიერთობებს ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე ფლირტს.

12.ისინი არიან ფრთხილები

ისინი არიან ფრთხილები როგორც საკუთარი თავის ასევე სხვების მიმართ. ხშირად იყენებენ ფრაზებს: "შენ არ უნდა", "უმჯობესია არა", "მოდი ვისაუბროთ". ისინი ადგენენ ამ წესებს, ცხოვრობენ ამ წესებით და დისციპლინით.