4 ვარჯიში რომელთა შესრულების შემდეგ საკუთარ ფეხებს ვეღარ იცნობთ

4 ვარჯიში რომელთა შესრულების შემდეგ საკუთარ ფეხებს ვეღარ იცნობთ
რაც არ უნდა სამწუხარო იყოს უნდა ვაღიაროთ: ჩვენ ბევრად ნაკლებს ვმოძრაობთ.... ჩვენი უმოძრაო ცხოვრების სტილისა და მჯდომიარე სამსახურის გამო ჩვენი ფეხები ზარალდებიან, მაგალითად ისეთი პრობლემური ადგილები როგორიც თეძოები!

გთავაზობთ არ დაიზაროთ და შეასრულოთ ეფექტური სავარჯიშო ბარძაყების დასაჭიმად. ეს ვარჯიშები გამოადგება ყველას: როგორც ქალებს ასევე მამაკაცებს, როგორც დამწყებებს ასევე პროფესიონალებს. მათი შესრულება შეიძლება როგორც სავარჯიშო დარბაზში ასევე სახლში. მთავარია ჰანტელები აიღოთ ხელში.


ბარძაყების ვარჯიში
1 ბუქნები
დადექით სწორედ, გეჭიროთ განტელები ქვემოთ დაწეული ხელებით, დადგით ფეხები პარალელურად, გაშალეთ მხრები. ოდნავ მოხარეთ წელი და ოდნავ მოხარეთ მუხლი. წელის მოუხრელად გააკეთეთ დიდი ნაბიჯი წინ, ამ დროს სიმძიმის ცენტრი გადადის წინ გადადგმულ ფეხზე.
მოხრილი ფეხის კუთხე უნდა იყოს მართი. ადექით და გადადგით უკან ნაბიჯი საწყის პოზიციაში. შეასრულეთ დღეში 2-3 ჯერ ეს ვარჯიში თითო ფეხისთვის 10 ჯერ. ბუქნის გაკეთება შესაძლებელია როგორც უკან გადადგმული ფეხით ასევე გვერდით.
4 ვარჯიში რომელთა შესრულების შემდეგ საკუთარ ფეხებს ვეღარ იცნობთ

2. ფერმერის გასეირნება
დაიკავეთ ჰანტელები გაშლილ ხელებში, დაწიეთ ის სხეულის გასწვრივ. აწიეთ ქუსლები და გადაიტანეთ მთელი მასა თითების ბალიშებზე და გაიარეთ წინ 10 მეტრი. შეასრულეთ ეს ვარჯიში 4 ჯერ.
გართულებული ვარიანტი: საწყისი მდგომარეობიდან შეასრულეთ თანაბარი ნაბიჯ-ბუქნები. გააკეთეთ ეს ვარჯისი 3 ჯერ, 10 ნაბიჯი ერთ მხარეს შემდეგ მობრუნდით და უკან. ამ პერიოდსი წელი გეჭიროტ სწორად. გრძნობთ კუნთების დაძაბულობას?



3. ჩაჯდომა
რომელი ვარჯიშია ჩაჯდომების გარეშე? დაალაგეთ ფეხები მხრების სიგანეზე, ჰანტელები ხელში. წამოიდგინეთ თქვენს უკან განთავსებული სკამი და შეეცადეთ დაჯდეთ მასზე. შეეცადეთ ზურგი მაქსიმალურად სწორად გეკავოთ. დაიწყეთ 3 ჯერ ვარჯიშით 10 ჯერ ჩაჯდომით, შემდეგ კი გაზარდეთ ბუქნების რაოდენობა.


4. ჰანტელებით ცალ ფეხზე
დადექით ცალ ფეხზე, ხოლო მეორე გაწიეთ უკან. დაიკავეთ ზურგი სწორედ, დაიხარეთ წინ და ამავდროულად აწიეთ ფეხი ზემოთ. შეასრულეთ ეს სავარჯიშო 3 ჯერ 15 გამეორება თითო ფეხზე.


არ გაქვთ ჰანტელები? შეგიძლიათ გამოიყენოთ წლით სავსე ბოთლები, მთავარია არ დაგეზაროთ! ეს სავარჯიშოები არც ისე რთულია, როგორც შეიძლება გეჩვენებოდეთ. თქვენი ძალისხმევა კი გასაოცარ შედეგს მოგიტანთ.