3 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ბარძაყებიდან ზედმეტი სანტიმეტრების მოშორებაში.
ჩვენი სხეულის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ ზონას ბარძაყები წარმოადგენს. FPAPARAZZI-ს რედაქცია წარმოგიდგენთ რჩევებს, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში თქვენ შეძლებთ ბარძაყების გარშემოწერილობის შემცირებას და მათ გამკვრივებას.
- ცხოვრების ჩვეული წესის შეცვლა
მაიოს კლინიკაში, რომელიც მინესოტას შტატში მდებარეობს და წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამედიცინო ცენტრს, რეკომენდაციას უწევენ დიეტებს გაჯერებული ცხიმების დაბალი შემცველობით. ექიმების რწმუნებით, ყოველდღიური ჩვევების შეცვლით (მაგ: კიბეებით სარგებლობა ლიფტის ნაცვლად) ჩვენ სასურველი შედეგის მიღწევას მარტივად შევძლებთ.
- ძალისმიერი ვარჯიშები
ფეხის სხვადასხვა ვარჯიშები დაგეხმარებათ ბარძაყებიდან ცხიმების მოშორებაში და კუნთების ტონუსში მოყვანაში. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ვარჯიში წინ ფეხზე ბუქნებია: დადგით ფეხები მხრების სიგანეზე, წელი და მუხლები ოდნავ მოხარეთ და შეასრულეთ ღრმა ნაბიჯი წინ. ამ დროს ხერხემალი სწორად უნდა გეჭიროთ, რათა სიმძიმის ძალა მთლიანად ფეხებზე გადანაწილდეს. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას და გაიმეორეთ იგივე ვარჯიში მეორე ფეხისთვის.
- თანმიმდევრული ვარჯიშები
კარგი ვარჯიში გულისხმობს მინიმუმ 30 წუთიან დატვირთვას. თუ დდასაწყისისთვის თქვენ არ შეგიძლიათ ნახევარი ან ერთი საათის განმავლობაში გადაბმულად ვარჯიში, დაიწყეთ მინიმუმით. თავდაპირველად დაუთმეთ ფიზიკურ დატვირთვას დღეში მხოლოდ 10-15 წუთი და ნელ-ნელა გაზარდეთ მათი ხანგრძლივობა. კარდიოვარჯიშები - არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება ბარძაყების პრობლემური ზონის დასათხელებლად.