25 ყველაზე უცნაური ცრურწმენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით

დღევანდელ ჩვენს სტატიაში მოგითხრობთ ყველაზე უცნაური ცრურწმენების შესახებ, რომელიც მთელ მსოფლიოსაა მოდებული.
1. ესპანეთი
ესპანეთში სწამთ, რომ ''უიღბლო დღე'' - ორშაბათია, რომელიც 13 რიცხვს ემთხვევა. ''Martes'' - ესპანური სიტყვა, რომელიც ორშაბათს აღნიშნავს და იშიფრება, როგორც ''მარსის დღე'', რომელიც შუასაუკუნეებში ბოროტების გამოვლინებასთან ასოცირდებოდა.

2. ჩინეთი
ჩინეთში ციფრი 4 უიღბლობასთან ასოცირდება, რადგან მათ ენაზე სიტყვა ''ოთხი'' ძალიან ჰგავს სიტყვა ''სიკვდილს''. ძალიან ბევრ დაწესებულებაში მე-4 სართული არც კი არსებობს.

3. ეგვიპტე
ეგვიპტეში ბუ უბედურებასთან ასოცირდება. ამ ადამიანებს სჯერათ, რომ ამ ფრინველის დანახვას, ან მისი ხმის გაგონებას წარუმატებლობა მოაქვს.

4. რუსეთი
რუსეთში სჯერათ, რომ ცარიელი ვედროს ტარება, ან უბრალოდ ადამიანის დანახვა, რომელსაც ხელში ცარიელი ვედრო უჭირავს, წარუმატებლობის მომტანია. შესაძლოა ამ ცრურწმენას დასაბამი სწორედ მაშინ მიეცა, როდესაც მეფე ალექსანდრე II მოიტაცა მამაკაცმა, რომელსაც ხელში ცარიელი ვედრო ეჭირა.

5. რუანდა
რუანდანში ქალბატონებს ასწავლიან, რომ არ შეიძლება თხის ხორცის ჭამა, რადგან ის იწვევს სახეზე თმის ზრდას.

6. ფინეთი
ფინეთის მოსახლეობას სჯერა, რომ ობობის მოკვლა იწვევს წვიმას.

7. სენეგალი
სენეგალში სჯერათ, რომ საკუთარი მოგზაურობის გეგმები უნდა შეინახოთ საიდუმლოდ და არავის გაუზიაროთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ჩაიშლება...

8. მალაიზია
მალაიზიაში სჯერათ, რომ ბალიშზე დიდი ხანი ჯდომის შედეგად ზურგზე და ბარძაყებზე წყლულები ჩნდება.

9. საფრანგეთი
ფრანგებს სწამთ, რომ ძაღლის განავალში მარცხენა ფეხის ჩადგმა წარმატების ნიშანია, ხოლო მარჯვენა ფეხის - წარუმატებლობის.

10. თურქეთი
თურქეთის ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში პოპულარულია მოსაზრება, რომ საღამოს საღეჭი რეზინა პირის ღრუში შესაძლოა დამპალ თევზად გადაიქცეს.

11. გერმანია
გერმანიაში აკრძალულია წყლით სავსე ჭიქის მიჭახუნება სხვა ადამიანისთვის, რადგან ამ მათ სჯერათ, რომ მსგავსი ქმედებით უსურვებთ სიკვდილს პარტნიორს, ვისთანაც ერთად სვამთ.

12. სამხრეთ კორეა
სამხრეთ კორეაში სჯერათ, რომ დახურულ სივრცეში ვენტილატორის დატოვება მომაკვდინებელია.

13. ბრაზილია
ბრაზილიაში არ შეიძლება ჩანთის იატაკზე დატოვება, რადგან ამ შემთხვევაში ჩანთის მფლობელი გაღარიბდება.

14. დანია
დანიაში დამსხვრეულ თეფშებს ინახავენ მთელი წლით, ხოლო ახალი წლის დღეს მათ უწყობენ მეგობრებსა და ახლობლებს კარის წინ. რაც უფრო მეტი იქნება დამსხვრეული თეფშები, მით უფრო ბედნიერი იქნება ეს ოჯახი.

15. ჩრდილოეთ ამერიკა
ჩრდილოეთ ამერიკაში ცუდ ნიშნად ითვლება ბზარზე ფეხის დაბიჯება. ზოგიერთ ადამიანს იმისაც კი სჯერავს, რომ ბზარზე ფეხის დაბიჯების გამო დედამისი ხერხემალში გადატყდება.

16. პორტუგალია
პორტუგალიელები არასდროს ბრუნდებიან ზურგით და მიუყვებიან გზას ამ მდგომარეობაში, რადგან სჯერათ, რომ ასე ეშმაკს შეუძლია დაიმახსოვროს თქვენი ნაკვალევი და ნაბიჯები.

17. ეგვიპტე
ეგვიპტეში მიუღებელია მაკრატლის ხმარება იმ შემთხვევაში, თუ არაფერს ჭრით. ასევე არ შეიძლება მისი გახსნილ მდგომარეობაში დატოვება, რადგან ასე თქვენ ''ჭრით'' ბოროტ სულებს, რის გამოც ისინი ბრაზდებიან, მწყობრიდან გამოდიან.

18. ბულგარეთი
ბულგარელებს სჯერათ, რომ თუ მათ ჩიტის სკლინტი დაეცემათ, მათი დღე წარმატებული იქნება.

19. იტალია
იტალიაში მოსახლეობის საკმაოდ დიდ რიცხვს ეშინია ხუთშაბათი დღის, რომელიც 17 რიცხვს ემთხვევა, რადგან რომაული ციფრი ''XVII'' ძალიან ჰგავს ლათინურ სიტყვას ''VIXI '', რაც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს: ''ჩემი ცხოვრება დასრულებულია''.

20. ესპანეთში
ესპანელებს ეშინიათ კარებში მარცხენა ფეხით შესვლის.

21. ინდოეთი
ინდოეთში ცუდ ნიშნად ითვლება თავის დაბანა, ან თმების შეჭრა ხუთშაბათობითა და შაბათობით, ასევე ცუდის მომასწავლებელია ფრჩხილების დაჭრა სამშაბათ და შაბათ დღეს.

22. ნიდერლანდები
ნიდერლანდებში სწამთ, რომ მაგიდასთან შემომსხდარი სიმღერა ეძღვნება ეშმაკს, ხოლო მარილის თხოვება სხვა ადამიანისთვის ცუდის მომასწავლებელია.

23. ნიგერია
ნიგერიაში არ შეიძლება ბავშვისთვის ტუჩებში კოცნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის სულელი გაიზრდება.

24. აშშ
ვერმონტის შტატში უამრავ სახლს, რომელიც აშენებულია მე-19 საუკუნეში, აქვს ''კუდიანების ფანჯარა'', რათა მათ თავი შორს დაიჭირონ ამ სახლიდან. ითვლება, რომ კუდიანებს არ შეუძლიათ ფანჯარაში შესვლა, რომელიც კუთხითაა გაღებული.

25. შვეიცარია
შვეიცარიაში ადამიანები ძალზედ დიდი ყურადღებით აკვირდებიან, თუ რომელ ლუქს აბიჯებენ ფეხს. ლუქზე ფეხის დაბიჯება, რომელსაც აქვს ნიშანი ''A'' სიყვარულის და ბედნიერების მომტანია, ხოლო ლუქზე ფეხის დაბიჯება, რომელსაც აქვს ნიშანი ''K'' - გატეხილი გულისა და სასიყვარულო ფრონტზე წარუმატებლობის მომტანია.