რას ნიშნავს თითოეული ზოდიაქოს ნიშანი და რას უკავშირდება მათი წარმოშობა

რას ნიშნავს თითოეული ზოდიაქოს ნიშანი და რას უკავშირდება მათი წარმოშობა
გსურთ, გაიგოთ, რას ნიშნავს თქვენი ზოდიაქოს ნიშანი? ან საიდან წარმოიშვა მისი სახელი და რას ნიშნავდა ის ძველ დროში? fpaparazzi გთავაზობთ ზოდიაქოს 12-ვე ნიშნის ისტორიას და მოკლე აღწერას.

ვერძი
ჰოროსკოპის პირველი ნიშნის ხსენებისთნავე თვალწინ ცხვარი წარმოგვიდგება, რადგან, სწორედ ეს ცხოველია ვერძების სიმბოლო.
ამ ნიშნის სიმბოლო ცეცხლია, ხოლო მფარველი პლანეტა - მარსი.
ვერძისთვის დამახასიათებელი თვისებებია შეუპოვრობა და სიჯიუტე. ძველეგვიპტურ მითოლოგიაში ვერძი ღმერთ ამონ-რასთა ასოცირდებოდა, რომელსაც ცხვრის თავით გამოსახავდნენ.
ხოლო საპატიო პირველი ადგილი ვერძმა ზოდიაქოს თნავარსკვლავედში ბაბილონის კალენდრის წყალობისთ დაიკავა.

კურო
კუროს სიმბოლო ხარია. მისი სტიქია მიწაა, ხოლო მფარველი პლანეტა - ვენერა. ძველბერძნულ მითოლოგიაში კურო ზევსთან ასოცირდებოდა, რომელიც თეთრ ხარად გადაიქცა, რათა ფინიკიელი მეფის ასული, ევროპა მოეტაცებინა. ძველ მითოლოგიაში ხარი ნაყოფიერებისა და სექსუალურობის სიმბოლოა.

ტყუპი
ძველბერძნული მითოლოგია, კერძოდ კი კასტორისა და პოლუკსის ისტორია დაედო საფუძლად „ტყუპის“ ზოდიაქოს ნიშანს. ამ ნიშნის სტიქია ჰაერია, მფარველი პლანეტა კი - მერკური (5 გრძნობის პლანეტა). ტყუპის დახასიათება მხოლოდ ერთი სიტყვითაც შეიძლება - მერყევი.

კირჩხიბი
ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით ჰერკულესი ულმობლად შეებრძოლა ჰიდრას, საიდანაც წარმოიშვა ზოდიაქო „კირჩხიბი“. ამ ნიშნის მშობლიური სტიქია წყალია, ხოლო მართავს კირჩხიბს მთვარე (შინაგანი სამყარო). ხოლო მისი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი მგრძნობიარე ხასიათია.

ლომი
ლომის თანავარსკვლავედის შესახებ ჯერ კიდევ ძველ მესოპოტამიასა და სპარსეთში მოიხსენიებოდა. ძველეგვიპტურ მითოლოგიაში კი არსებობს ომის ქალღმერთი სემჰეტი, რომელსაც ლომის თავი აქვს.
ძველბერძნულ მითოლოგიაში ეს ნიშანი ნემეის ლომის სახით იყო წარმოდგენილი. ლომის მფარველი პლანეტა - მზეა (პიროვნება), ხოლო სტიქია - ცეცხლი. ლომებს შესანიშნავად გამოსდით გარშემომყოფებზე ბატონობა.

ქალწული
ეს ნიშანი სათავეს ძველი მითოსიდან იღებს, კერძოდ კი დემეტრასა ცეცეროს, რომლების ნაყოფიერებისა და აღზრდის ქალღმერთები იყვნენ.
ქალწულის მფარველი პლანეტა - მერკურია, ხოლო სტიქია მიწაა. უნიკალური პრინციპულობა - სწორედ ამ სიტყვებით შეგვიძლია დავახასიათოთ ზოდიაქოს ეს ნიშანი.

სასწორი
ძველრომაული მითოლოგიის მიხედვით სასწორი სამართლიანობის სიმბოლოა, ამიტომაც ამ ნიშანს სამართლის ქალღმერთი ასტრია შეესაბამება. სასწორს ჰაერი მართავს და პლანეტა ვენერა (სიყვარული, ემოციები) მფარველობს. სწორედ წონასწორობა ახასიათებს ზოდიაქოს ამ ნიშანს ყველაზე მეთად.

მორიელი
ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით მორიელი ქალღმერთ ათენამ მოავლინა, რათა მონადირე ორიონი მოეკლა. ბაბილონურ ისტორიაში მორიელები მზის ღმერთის შამაშის მფარველებად გვევლინებოდნენ.
მორიელის მმართველი სტიქია წყალია, ხოლო მფარველი პლანეტა - პლუტონი (გარდასახვა). ვნება - ამ ერთი სიტყვით შეიძლება დავახასიათოთ მორიელი.

მშვილდოსანი
ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით მშვილდოსანი კენტავრის სახით იყო წარმოდგენილი. ცეცხლი მართავს ამ ნიშნს და იუპიტერი ეხმარება ყველაფრის მიღწევაში. ამ ნიშნისთვის სიტყვა-გასაღები თავისუფლებისსიყვარულია.

თხის რქა
ბრინჯაოს საუკუნეებში თხის რქა გამოისახებოდა თევზი-თხის სახით . შუმერები ამ ნიშნს თავისი მიწის ღმერთის, ენკის განსახიერებისთვის იყენებდნენ.
ამიტომაც თხის რქის სტიქია სწორედ მიწაა, ხოლო მფრაველობს მას სატურნი (თვითგადარჩენა). თხის რქისთვის დამახასიათებელი თვისება კეთილგონიერებაა, რაც ამ ნიშნის სიტყვა-გასაღებია.

მერწყული
მერწყულის სახით ბაბულონურ მითოლოგიაში ღმერთი ეა გამოისახებოდა, რომელსაც წყლით სავსე თასი ეჭირა ხელში.
ძველეგვიპტურ მითოლოგიაში ეს ნიშანი ყოველწლიურ წყალდიდობებთან იყო კავშირში. მერწყულის სტიქია ჰაერია, ხოლო მფარველი პლანეტა ურანი (შემოქმედება).

თევზები
ძველი მითოლოგიის თანახმად ამ თანავარსკვლავედის სიმბოლო აფროდიტე და მისი ვაჟი ეროსია, რომლებიც თევზებად იქცნენ. როგორც უკვე მიხვდებოდით, სწორედ წყალია თევზების სტიქია, ხოლო მფრაველი პლანეტა ნეპტუნი (გაუცნობიერებლობა). თევზების დამახასიათებელი სიტყვა-გასაღები კი „ინტუიციაა“.