10 გამოგონილი ენა, რომელსაც ვხვდებით ფილმებსა და ლიტერატურაში - ეს საინტერესოა!

10 გამოგონილი ენა, რომელსაც ვხვდებით ფილმებსა და ლიტერატურაში - ეს საინტერესოა!
1. უცხოპლანეტელების ენა



უცხოპლანეტელების ენა - გამოგონილი ენების შერწყმა, რომელსაც ხშირად ვაწყდებით ფანტასიკათა ფილმებში. არსებობს მულტსერიალი სახელად "ფუტურმა'', რომლის ფანებმაც შექმნეს სპეციალური ლექსიკონი, რომელიც უცხოპლანეტელთა ენას თარგმნის ინგლისურ ენაზე.

2. გველის ენა



ალბათ არ მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელსაც "ჰარი პოტერი'' არ აქვს ნანახი. სწორედ ამ ფილმში ვხვდებით ჩვენ გველების ენას, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ჯადოქარს ესმის. სწორედ ამ ენაზე შეუძლიათ საუბარი სალაზარ სლიზერინსა და მის შთამომავლებს, რომელთა შორისაა ვოლდემორტი, რომელმაც ეს ნიჭი ჰარის გადასცა. ჯოან როულინგმა ამ ენას შემდეგნაირი სახელი მოუძებნა: '' უძველესი სახელწოდება მათი, ვისაც მეტყველებასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა''.

3. აკლო



აკლო - გამოგონილი ენა, რომელიც ხშირად ასოცირდება აკრძალულ, ან ტაბუ დადებულ ტექსტებთან. ეს ენა გამოიგონა არტურ მაკენომმა 1899 წლის სიუჟეტში ''თეთრი ადამიანები'', რომლის ერთ-ერთ სცენაშიც ორი ადამიანი ბოროტების ბუნებას განიკითხავს. აკლოს ენა გამოიყენება უამრავ სხვა ფილმშიც, განსაკუთრებით კი საშინელებათა ჟანრში. მიუხედავად ფართო გამოყენებისა ამ ენას არანაირი გრამატიკა და ძალზედ მცირე ლექსი გააჩნია.

4. მანგანი



მანგანი - ეს გახლავთ მაიმუნების ენა, რომელიც გამოყენებულია ტარზან ედგარ რაის ბეროუზის შესახებ გადაღებულ რომანებში. ასევე ამ სახელით მიმართავენ მაიმუნები თვითონ ერთმანეთს.

5. ნოვოიაზი (ახალი ენა)



ნოვოიაზი გამოიგონა ჯორჯ ორუელმა საკუთარი რომანისთვის ''1984''. ნოვოიაზი შეიმუშავეს ტოტალიტარული რეჟიმის შენარჩუნებისა და ხალხზე საკუთარი ძალაუფლების დაზღვევის მიზნით. თავდაპირველად ეს იყო ინგლისური ენა, თუმცა მისი ლექსიკონი მუდმივად რეგრადაციას განიცდიდა და ქრებოდა ისეთი სიტყვები, რომლებიც თავისუფლებასთან ასოცირდებოდა.

6. ნადსატი



ამ ენის ავტორი გახლავთ ენტონ ბერჯესი. ნადსამი გახლავთ იდიომატური ენა, რომლითაც საუბრობდნენ მოზარდები ''ფორთოხლის ქარხანაშ''. თვითონ ეს სიტყვა მომდინარეობს რუსული ენიდან (ციფრების დაბოლოება "-надцать"). ეს ენა იმდენად მარტივია, რომ მისი ავტორი გეგმავს შეასწავლოს იგი გონებასუსტ ბავშვებს.

7. სიმლიში



სიმლიში გახლავთ კომპიუტერული თამაშის "Sims"_ის სალაპარაკო ენა. იმის გამო, რომ პროექტის დირექტორს თავი აერიდებინა ზედმეტი დანახარჯებისთვის დიალოგების ჩაწერისას, მან თხოვა მსახიობებს იმპროვიზაცია და გაურკვეველ ენაზე საუბარი.

8. ესპერანტო



ერთადერთი რეალური ენა ჩვენი დღევანდელი სიიდან. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შემოქმედებითი ენა კაცობრიობის ისტორიაში. ესპერანტო შექმნა ვარშაველმა ოფთალმოლოგმა და აღწერა საკუთარ წიგნში ''Unua Libro'' 1987 წელს. სიტყვა ''ესპერანტო'' ნიშნავს: ''ის, ვისაც იმედი აქვს''. დღე-დღეობით არსებობს 100-200 ადამიანი, რომელსაც თავისუფლად და გამართულად შეუძლია ამ ენაზე მეტყველება.

9. კლინგონი



კლინგონი - დღეს-დღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და დახვეწილი გამოგონილი ენა "Star Trek"_იდან. პირველი ფრაზები, რომელიც ახასიათებს ამ ენას გამოჩნდა ფილმში ''ვარსკვლავური გზა'' (1979). კომპანია ''Paramount Pictures"_მა დაიქირავა ლინგვისტი მარკ ოკრანდა, რათა დეტალურად შეესწავლათ და შეემუშავებინათ მთლიანი ენა. პირველი კლინგონური ლექსიკონი გამოქვეყნდა 1985 წელს.

10. არდას ენები



ეს ტერმინი გამოიყენება უამრავი მოგონილი ენის ასაღწერად, რომელიც მოიგონა ტოლკიენმა "ბეჭდების მბრძანებლისთვის''. ამ ენებიდან ორი ყველაზე დახვეწლილი და პოპულარული ენა გახლავთ: კვენია და სინდარინი. კვენია ძალიან ჰგავს ლათინურს. ორივე ეს ენა დაფუძნებულია ფინურ და უელსურ ენებზე, თუმცა მათ განვითარებასთან ერთად ეს მსგავსება და გავლენა სულ უფრო და უფრო შემცირდა და ძნელად შესამჩნევი გახდა.