5 წარმოუდგენელი ასტრონომიული ინსტრუმენტი, რომელიც არსებობდა ჯერ კიდევ გალილეოს დაბადებამდე

5 წარმოუდგენელი ასტრონომიული ინსტრუმენტი, რომელიც არსებობდა ჯერ კიდევ გალილეოს დაბადებამდე
გალილეოსა და კოპერნიკის რევოლუციონურ აღმოჩენებამდე ადამიანებს ჰქონდათ უამრავი მცდელობა, რომ დაედგინათ პლანეტებისა და ვარსკვლავების მოძრაობის კანონზომიერები, რისთვისაც ისინი სხვადასხვა სპეციაულურ ინსტრუმენტებს ქმნიდნენ. ძველი ასტრონომების მიერ შექმნილი მოწყობილობების სქემა იმდენად რთულია, რომ თანამედროვე მეცნიერებსაც კი წლები დასჭირდათ მათ გასაშიფრად.

1. კალენდარი უორენ ფილდიდან

5 წარმოუდგენელი ასტრონომიული ინსტრუმენტი, რომელიც არსებობდა ჯერ კიდევ გალილეოს დაბადებამდე

მართალია უცნაური ჩაღრმავებები უორენის ველზე 1976 წელს აღმოაჩინეს ჰაეირდან, თუმცა მხოლოდ 2004 წელს გაირკვა, რომ ეს ღრმულები მთვარის უძველეს კალენდარს წარმოადგენდა. მეცნიერებმა კვლევების საფუძველზე გამოთქვეს ვარაუდი, რომ ეს კალენდარი 10 000 წელს ითვლის და შედგება 12 თანმიმდევრულად განლაგებული ღმულისგან, რომელთა შორის მანძილი 54 მეტრია. თითოეული ხვრელი სინქრონიზირდება ერთ მთვარის თვესთან. გასაოცარია ასევე ის ფაქტი, რომ უორენ ფილდის კალენდარი შეიქმნა 6000 ათასი წლით ადრე სტოუნჰენჯის შექმნამდე და ფოკუსირებულია მზის ამოსვლის წერტილზე ზამთრის მზებუდობის დროს.

2. ალ-ჰუჯანდის ფრესკა-სექსტანტი



ძალზედ მცირე ცნობებია შემორჩენილი აბუ მაჰმუდ ჰამიდ იბნ ალ-ჰიდრ ალ-კუჯანდის შესახებ გარდა იმისა, რომ იგი იყო მათემატიკოსი და ასტრონომი, რომელიც ცხოვრობდა თანამედროვე ავღანეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ტერიტორიაზე. ასევე ცნობილია, რომ ამ ადამიანმა შექმნა ყველაზე დიდი ასტრონომიული ინსტრუმენტი მე-9 - მე-10 საუკუნეში. მაჰმუდის მიერ შექმნილ სექსტანტს ჰქონდა ფრესკის სახე და განთავსებული იყო 60 გრადუსიან რკალზე შენობის შიდა ორ კედელს შორის. ეს უზარმაზარი, 43 მეტრიანი რკალი დაყოფილი იყო გრადუსებად, ხოლო თითოეული გრადუსი 100% სიზუსტით იყოფოდა 360 ნაწილად, რის გამოც ეს ფრესკა უნიკალურ, ზუსტ მზის კალენდარს წარმოადგენდა. ამ ნაგებობის ჭერზე განთავსებული იყო რამდენიმე ხვრელი, საიდანაც უძველეს სექსტანტს მზის სხივები ეცემოდა.

3. ვოლველები



ვოლველი - ძალზედ უცნაური ასტრონომიული ინსტრუმენტი, რომელსაც ევროპელი ექიმები და მეცნიერები გამოიყენებდნენ მე-14 საუკუნეში. ეს მოწყობილობა გამოიყურებოდა, როგორც ერთმანეთზე დალაგებული რამდენიმე პერგამენტის მრგვალი ფურცელი, რომელსაც ცენტრში ხვრელი ჰქონდა, რაც იძლეოდა წრეების გადაადგილების საშუალებას, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი იყო ყველა აუცილებელი ცნობის მიღება: დაწყებული მთვარის ფაზიდან, დამთავრებული მზის მდებარეობით ზოდიაქოში. არქაული მოწყობილობა ასევე წარმოადგენდა მაღალი სოციალური სტატუსის სიმბოლოს, რადგან მხოლოდ მდიდარი ადამიანები ფლობდნენ მათ.

ასევე შუასაუკუნეების ექიმებს სჯეროდათ, რომ ადამიანის თითოეული ორგანო კონტროლდებოდა მისი თანავარსკვლავედით. მაგალითად, თავზე პასუხისმგებელი იყო ვერძი, სასქესო ორგანოებზე - მორიელი და ა.შ. სწორედ ამიტომ ექიმები დიაგნოსტიკისთვის იყენებდნენ ვოლველებს, რათა განესაზღვრათ მთვარისა და მზის მდებარეობა.

4. უძველესი ქვიშის საათები



დღესდღეობით ქვიშის საათი უბრალო დეკორაციული ელემენტია, თუმცა იყო დრო, როდესაც სწორედ ამ ინსტრუმენტის მეშვეობით იგებდნენ დროს ადამიანები და აკონტროლებდნენ მზის მოძრაობას. ერთ-ერთი უძველესი მზის საათი აღმოჩენილია ეგვიპტეში, რომელიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1550-1070 წლით. ეგვიპტეში ამ მოწყობილობის აღმოჩენიდან მცირე დროის გასვლიშ შემდეგ აღმოაჩინეს მსგავსი ქვიშის საათი უკრაინაშიც, რომელიც 3200-3300 წლის წინათ დამარხულ მამაკაცს ხელში ეჭირა.

5. ზეციური დისკი და ნებრა



ეს ინტრუმენტი აღმოჩენილია 1999 წელს და წარმოადგენს კოსმოსის გამოსახულების უძველეს ნიმუშს რაც კი ოდესმე ადამიანს აღმოუჩენია. ეს დისკი დამარხეს ორ ნაჯახთან და ორ ხმალთან ერთად 3600 წლის წინათ. ბრონზისფერ დისკზე ოქროთი გამოსახულია მზე, მთვარე და ვარსკვლავები ორიონის, ანდორმედასა და კასიოპეიას თანავარსკვლავედებიდან. არავინ იცის, თუ ვინ შექმნა ეს დისკი, თუმცა ვარსკვლავების განთავსება მეტყველებს იმაზე, რომ ამ ინსტუმენტის შემქნელები იმყოფებოდნენ იმავე განედზე, რაზეც გერმანული ქალაქი ნებრა.