10 საგანი რომელიც კარგი ინქებოდა სკოლაში რომ ისწავლებოდეს

10 საგანი რომელიც კარგი ინქებოდა სკოლაში რომ ისწავლებოდეს
დღეს საჯარო სკოლებში მრავალფეროვანი სასწავლო დისციპლინების შესწავლა ხდება - ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, ალგებრა, ლიტერატურა, უცხო ენები და ასე შემდეგ. ეს საგნები უნდა ახდენდეს მოსწავლი ჰარმონიულ განვითარებას და განათლებას. თუმცა ზოგიერთი მეცნიერი დარწმუნებულია, რომ სასკოლო საგნების სია სხვა გვარი უნდა იყოს.

1. ფანტასტიკური რომანების წერის საფუძვლები
თუკი ნებისმიერ დაწყებითი კლასების მოსწავლეს კითხავთ ის გიპასუხებთ: საკუთარი ისტორიების მოგონება -სახალისოა. უამრავი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ზოგადი აზროვნების განვითარებისთვის, ბავშვებს დაეხმარებოდათ არა მარტო კლასიკური ლიტერატურის შესწავლა, არამედ თუკი მათ თავად შეასწავლიდენ წიგნების წერას.

2. გამოყენებითი მექანიკა (გამომგონებლობა)
სკოლებში როგორც წესი ასწავლიან აბსტრაქტულ ალგებრას და გეომეტრიას, რომელიც რთულის ავარაუდოა ვინმეს გამოადგეს ცხოვრებაში. ბავშვების უმრავლესობა ამ საგან მოსაწყენად თვლის, რადგან შესწავლის კურსი ითვალისწინებს მხოლოდ თეორიას. ალბად უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდებოდა ზუსტი მეცნიერებებით, თუკი მათ პრაქტიკულ მაგალითებზე შეასწავლიდენ, რომელთან ერთადაც გამოიგონებდენ სხადასხვა ნივთებს. შესაძლოა ამით მსოფლიოს ახალი ლეონარდო და ვინჩიც აჩუქოს.

3. კინოგადაღება
ზოგიერთ სახელმწიფოს საჯარო სკოლებში არსებობს თეატრალური წრეები, რომელთა დასწრებაც ნებასურვილით არის და არა სავალდებულო. მაგრამ ასეთ წრეებზე როგორც წესი ასწავლიან საშემსრულებლო ოსტატობას. იმის გათვალისწინებით თუ როგორი ტემპებით ვითარდება მსოფლიოშ კინოინდუსტრია, კარგი ინქებოდა თუ ბავშვებსაც შევასწავლიდით როგორ უნდა გადაიღონ ფილმები ან სერიალები. მაგალითად, იმის წარმოდგენაც საკმარისია თუ რამდენი გენიალური ფილმის გადაღება მოხდებოდა, მათ რომ შესაბამისი განათლება სკოლაშივე მიეღოთ.

4. ლათინური
თანამედროვე მსოფლიოში მნიშვნელოვანია ისწავლებოდეს არა მხოლოდ მშობლიური ენა. ლათინური ენა კი არის ფუძემდებელი ნებისმიერი რომანული ჯგუფის ენისა. თუკი სკოლაში ლათინურის საბაზო დონეზე მაინც იქნება შესწავლილი, შემდეგ საკმაოდ მარტივი იქნებოდა მაგალითად ესპანური, იტალიური, პორტუგალიური, ფრანგული ენის შესწავლა.


5. მრავალკონფესიური რელიგია
საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ უმეტესობას მცირე წამოდგენაც კი არ აქვს მსოფლიოში გავრცელებული უძველესი რელიგიების შესახებ. იმისათვის რომ სხვა ერების რწმენა არ განისაჯოს კარგი ინქებოდა თავიდანვე განობიერებულიყნენ ყოველი მათგანის პლიუსებში და მინუსებში.

6. ფილოსოფიის ისტორია
რათქმუნდა, რეალისტები უნდა ვიყოთ და არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ბავშვები შესძლებენ სრულად გაიაზრონ მთელი სირთულე და აბსტრაქცია ფილოსოფიის მეცნიერებაში. მაგრამ ფილოსოფიის საწყისები შესაძლოა გამოადგეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში: ადამიანების აზროვნება აღარ იფქნებოდა ერთფეროვანი. ყველა ცნობილი პოლიტიკოსი ხელმძღვანელობდა საკუთარ სამუშაოზე და ღებულობდა გადაწყვეტილებებს ისეთი გენიოსების ნამუშევრების მიხედვით როგორებიცაა სოკრატე, პლატონი, არისტოტელე, კონფუცი, გაუტამა, სუნ ცინი და მრავალი სხვა.


7. სპორტი
ყველა სკოლაში არის ფისკულტურის გაკვეთილები, რომელიც გათვალისწინებულია ბავშვების ზოგადი ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად. უფრო პრაქტიკული ინქებოდა თუკი ბავშვები სირბილი და ხტუნვის გარდა გაეცნობოდენ ძირითადი სპორტის სახეობების წესება და საფუძვლებს, ისეთების როგორიცაა ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი და ა.შ.



8. ჭადრაკი
ადამიანების უმრავლესობას აქვს ბუნდოვანი წამოდგენა იმაზე თუ როგორ დადიან ჭადრაკის ფიგურები. მთელს მსოფლიოში არსებობს მხოლოდ 1000 საერთაშორისო დონის გროსმაისტერი. ამასთანავე ყველა მეცნიერი თანხმდება იმ აზრზე, რომ ჭადრაკი - საუკეთესო ინსტრუმტენტია გაონების განვითარებისთვის. პროფესიონალი ჭადრაკის მოთამაშეები ყოველთვის აჩვენებენ უკეთეს შედეგს ზუსტ მეცნიერებებში და ასევე აქვთ უფრო ანალიტიკური აზროვნება.


9. მუსიკა
მუსიკის გაკვეთილები არსებობს ნებისმიერ სკოლაში, მაგრამ განათლება რომელსაც ბავშვები იყებენ ძალიან მცირეა. მაგალითისთვის ბეთჰოვენისთვის სასწავლო სახელმძღვანელოში მიძღვნილი აქვს მხოლოდ ერთი აბზაცი, ხოლო დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების უმრავლესობამ არაფერი არ იცის რახმანინოვის შესახებ. კლასიკური მუსიკა სულაც არ იქნებოდა ზედმეტი სასკოლო პროგრამაში.


10. საბრძოლო ხელოვნება
ფისკულტურის გაკვეთილებზე კარგი ინქებოდა თუ ჩართავდენ საბრძოლო ხელოვნებების საწყისების შესწავლასაც, იმისათვის რომ ბავშვებს თავის დაცვა შეეძლოთ. ასევე ბავშვები დარწმუნდებოდენ საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში, რაც მათ შემდგომში ცხოვრებაში დაეხმარებოდათ.