‘’დახეული შარვლის ჯიბიდან ძლივს ამოიღო გადანახული კაპიკები და ჰაერში გამომიწოდა’’

‘’დახეული შარვლის ჯიბიდან ძლივს ამოიღო გადანახული კაპიკები და ჰაერში გამომიწოდა’’
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ემოციურ წერილს აქვეყნებს:
„საერთოდ ...საერთოდ არაფრის თქმა არ მინდოდა ამ ტრაგედიაზე...ან რა უნდა მეთქვა ღმერთო...რომ არა გუშინდელი შემთხვევა, საერთოდ ხმასაც არ ამოვიღებდი იმაზე, რასაც არც სიტყვები არც სტატუსები და არც არანაირი თანადგომა არ უშველის. გუშინ როგორც წესი, ბაბუსთან მივედი, საჭმელი მივუტანე და ვესაუბრე. ბოლო დროს თავის ტკივილებს უჩივის:( წამალს გიყიდი მითხარი რას სვამთქო...ახმაურდა...ხელები ააფათურა და ჯიბეები მოისინჯა...რას ამბობ ბაბუ, ჩემი წამალი რა მოსატანიაო ახლა. დახეული შარვლის ჯიბიდან ძლივს ამოიღო გადანახული კაპიკები და ჰაერში გამომიწოდა, აიღე და იმ ადამიანების სახელზე სანთელი დაანთე ტაძარშიო...ხო იცი, ვისზეც გეუბნებიო...მერე ზეცას ახედა, ღმერთო ჩემნაირებს ტოვებ და ბავშვები მიგყავსო, რანაირი სამართალი გაქვს შე დალოცვილოო...ლიბრგადაკრულ თვალებზე ცრემლები ქონდა...ვერ გავბედე უარი მეთქვა...დღის ბოლომდე აუცილებლად შევუსრულებ სურვილს...“



13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 19 ადამიანი, 4 ამ დრომდე იძებნება.


სტატიის წყარო:jolo.ge