ჩვენ შენ გვერდით ვართ, თბილისო! - უცხოელების ემოციური თანადგომა

ეს პოსტი ეკონომისტმა ქეთი კრიალაშვილმა განათავსა სოციალურ ქსელში, ძალიან ემოციური ფოტოებით - თუ როგორ თანადგომას გვიცხადებენ უცხოელები: "ის რაც მოხდა თბილისში ენით აღუწერელია, ვწუხვარ, რომ ახლა შორს ვარ ჩემი ქალაქისგან, თუმცა აქ, დიდი თანადგომა ვიგრძენი ჩემი მეგობრებისგან, ისინი მწუხარებას გამოთქვამენ ჩვენი ტრაგედიის გამო და ასეთი ფორმით გვიცხადებენ თანადგომას!"




