ახალი აფიორა „საქართველოს ბანკის“ ჩარიცხვის აპარატებზე

ახალი აფიორა „საქართველოს ბანკის“ ჩარიცხვის აპარატებზე
სოციალურ ქსელში რამდენიმე მომხმარებელი „საქართველოს ბანკის“ გადახდის აპარატებთან დაკავშირებულ პრობლემებზე წერს.

„არაკაიბიჭურად ვიქცევი, მაგრამ უნდა დავწერო.

ცალკე თქვენ გაგაფრთხილებთ, ცალკე ვისაც ეხება, იმათ...

„საქბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის ერთი აპარატი გაჭედილი დამხვდა და მეორესთან მივედი.

ჩემ წინ ერთი 18-20 წლის ბიჭი იდგა და რომ მორჩა „გადარიცხვას“, შემოტრიალდა და ჩუმად მეუბნება, ახლა აპარატი გავჭედე და არ ჩარიცხო, ფულს გადაგიყლაპავსო.

ცოტა დაბნეულმა ვუთხარი, რატომ-მეთქი. რატომ და ფული მჭირდებაო... უცებ გამცილდა, სადღაც შორს დადგა და იქიდან დაიწყო აპარატზე დაკვირვება.

როგორც ჩანს, ახალი მაქინაცია შემოვიდა მოდაში,“ - გაუზიარა მეგობრებს „ფეისბუქში“ გივი მომცელიძემ.

მის ამ სტატუსს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც გაირკვა ასეთი აფიორისგან დაზარალებული უამრავია.

„ფეისბუქის“ ერთ-ერთმა მომხამრებელმა აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ ორჯერ მოუწია მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურისგადახდა, რადგან ერთხელ გადახდილი 66 ლარი ანგარიშზე არ აისახა. მან იგივე ოდენობის თანხა მეორედაც ჩარიცხა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ელექტროენერგიის გათიშვა ემუქრებოდა.
სტატიის წყარო:fmabkhazia.com