გოგონამ ყველაზე მაღალი ფასი გადაიხადა...

გოგონამ ყველაზე მაღალი ფასი გადაიხადა...
- ეს ჩემი დისთვისაა. შეგიძლიათ ლამაზად შემიფუთოთ ისინი? - იკითხა გოგონამ.
მაღაზიის უფროსმა ეჭვის თვალით შეხედა გოგოს და ჰკითხა:
- ფული რამდენი გაქვს?
გოგონამ ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო, რომელშიც გახვეული ჰქონდა ხურდები და გაღიმებულმა, ბედნიერი სახით იკითხა:
- საკმარისია?
იქ, სულ რამდენიმე მანეთი იყო, თუმცა გოგონა ამაყად აგრძელებდა:
- იცით ეს საჩუქარი ჩემი დისათვისაა. მას შემდეგ, რაც დედა გარდაიცვალა, იგი ზრუნავს ჩვენზე და საკუთარ თავზე საერთოდ დრო არ რჩება. დღეს მისი დაბადების დღეა და დარწმუნებული ვარ, მას ეს მძივი ძალიან მოეწონება, ზუსტად მისი თვალების ფერია.
კაცმა აიღო მძივი, ლამაზი ლურჯი ბანტით შეფუთა და გოგონას გაუწოდა.
- გამომართვი! - უთხრა მან. - და ფრთხილად წაიღე სახლში.
გოგონა გახარებული ხტუნვა ხტუნვით გაიქცა სახლისაკენ. სამუშაო დღე სრულდებოდა, როდესაც იგივე მაღაზიაში შემოვიდა ახალგაზრდა გოგონა. მან გამყიდველს წინ დაუდო მისთვის ნაცნობი მძივი, რომელიც მან პატარა გოგონას მიჰყიდა და კითხა:
- ეს მძივი აქ არის ნაყიდი? რა ღირს?
- ნებისმიერი ნივთის ღირებულება ჩემს მაღაზიაში, მხოლოდ ჩემსა და მყიდველს შორის რჩება.
- კი მაგრამ ჩემს დას მხოლოდ ხურდები ჰქონდა, ეს მძივი კი ნამდვილი ფირუზია, არა? ალბათ ძალიან ძვირი უნდა ღირდეს. ეს ჩვენთვის ხელმიუწვდომელია.
- იცით, თქვენმა დამ, ყველაზე დიდი ღირებულება გადაიხადა... იმაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერ ადამიანს შეეძლო: მან გაიმეტა ყველაფერი, რაც გააჩნდა.
პატარა მაღაზიაში სიჩუმემ დაისადგურა, გოგონა კი ცრემლმორეული იდგა და აკანკალებული ხელებით პატარა ყვავილი ეჭირა...