ნაპოვნია სამი ლომი, ერთი ვეფხვი და ორი მგელი
თბილისის ზოოპარკში წყლის დონის დაწევის შემდეგ, წყალდიდობის შედეგად დახოცილი სამი ლომი, ერთი ვეფხვი და ორი მგელი იპოვეს. როგორც ჟურნალისტებს ზოოპარკის ვეტექიმმა ივანე დარასელიამ განუცხადა, სხვა დაღუპულ ცხოველებს ამ დრომდე ეძებენ.
"დღეს რადგან წყლის დონემ დაიკლო და ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობდა, აღმოჩენილია სამი ლომი, ერთი ვეფხვი, ორი მგელი, ასევე წვრილი ცხოველები, მაჩვზღარბა, ერთი ძაღლი, კიდევ არის ფრინველები, რაც ჯერ არ დაგვითვლია. ჯერჯეობით დაკარგულად ითვლება ორი ვეფხვი, ერთი დათვი და ერთი აფთარი. უფრო მეტი შანსია, რომ გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ისინიც გამოჩნდებიან", - აღნიშნა დარასელიამ.
მისივე ინფორმაციით, გადარჩენილი ცხოველების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათი ნაწილი მუნიციპალურ თავშესაფარშია გადაყვანილი, ნაწილი კი - ზოოპარკში უსაფრთხო ადგილზე.