პრემიერი: ზოოპარკის ადგილას სოლიდარობის პარკი უნდა გაშენდეს
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ზოოპარკის ტერიტორიაზე სოლიდარობის პარკი უნდა გაშენდეს. მისი თქმით, სტიქიამ დღის წესრიგში დააყენა ზოოპარკის სხვა ტერიტორიაზე გადატანის საკითხი.
"დღეს ჩვენი ხალხი, როგორც არასოდეს, ერთიანია. თითოეული ჩვენგანი ამ ერთობის, სოლიდარობის მოწმეც არის და მონაწილეც. ამ მძიმე დღეებში ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ერთმანეთის გვერდით დგომით ყველა სიძნელეს გადავლახავთ. მიმაჩნია, რომ თბილისში უნდა გაჩნდეს ადგილი, რომელიც უკვდავყოფს ტრაგიკულად დაღუპული ჩვენი თანამოქალაქეების ხსოვნას და გაგვახსენებს, რომ ძალა ერთობაშია. ვიცი, რომ ეს მოთხოვნა საზოგადოებასაც აქვს და ვფიქრობ, ვერეს ხეობაში და ზოოპარკის ტერიტორიაზე ასეთი პარკი უნდა გაშენდეს. ეს უნდა იყოს სოლიდარობის პარკი - ჩვენი ერთიანობის, თავდადებისა და ერთმანეთისადმი თანადგომის სიმბოლო" - აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.
ცნობისთვის, დღეს სტუდენტური მოძრაობა მწვანე მუშტი გამოვიდა ინიციატივით, რომ ზოოპარკის სხვა ტერიტორიაზე გადატანის შემდეგ, მის ადგილას ცენტრალური ტყე-პარკი მოეწყოს. მოძრაობის წევრები manifest.ge-ს დახმარებით 10 000 ხელმოწერას აგროვებენ.
13-14 ივნისის ღამეს 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ნიაღვარმა 17 ადამიანი იმსხვერპლა, ხუთი დაკარგულად ითვლება. თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა.