სასწრაფოდ: თბილისის ზოოპარკი იწვის

სასწრაფოდ: თბილისის ზოოპარკი იწვის
ამ წუთებში თბილისის ზოოპარკი იწვის. როგორც კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ადგილზე 5 სახანძროა მობილიზებული.
ამ დროისთვის ზუსტი ინფორმაცია არ აქვს ზოოპარკის დირექტორს ზურაბ გურიელიძეს. როგორც გურიელიძემ განზცხადა, ის ზოოპარკისკენ მიდის და დეტალების შესახებ მოგვიანებით ისაუბრებს.


თბილისის ზოოპარკში ცოტა ხნის წინ ხანძარი იყო. ცეცხლი თავლას გაუჩნდა, რომელიც ცხენების ვოლიერთან არის განთავსებული, თუმცა როგორც ცნობილია ცხოველები გადარჩნენ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციის ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა ჯერჯერობით უცნობია.

სასწრაფოდ: თბილისის ზოოპარკი იწვის