გზის მშენებელი: ჩამოწოლილ მასას კოსტავას ქუჩისხელა მილიც ვერ გაატარებდა
"ეს უბედურება ვერეს ხეობაში არ დაწყებულა, ის ახალდაბაში დაიწყო,"- ამის შესახებ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში სვაკე-საბურთალოს შემაერთებელი გზის დამპროექტებელმა, გზების მშენებელმა თამაზ შილაკაძემ განაცხადა.
შილაკაძის თქმით, ახალი გზის დაპროექტებისა და მშენებლობის დროს გათვალისწინებული იყო მდინარე ვერეს ისტორია, შესწავლილი იყო გეოფრაფიული მდებარეობაც.
მისი აზრით, ახალ გზაზე რაც არ უნდა დიდი მილი ყოფილიყო წყლის ნაკადისთვის გათალისწინებული, ჩამოწოლილ მასას მაინც ვერ გაატარებდა.
"ძალიან ვწუხვარ ამ უბედურობის გამო. წყნეთი ახალდაბის მონაკვეთზე ვიმყოფები. აქ გზა ჩაკეტილია გარესამყაროს მოწყვეტილია სოფელი. მოწყდა მთის ძალიან დიდი მასა, 500 მეტრის გზა ჩახერგა შემდეგ ეს ყველაფერი წყნეთი-ახალდაბის მიმართულებით ჩამოწვა და იქ ჩახერგა ყველაფერი ბოლოს კი ეს მასა ჩავიდა ვერეს ხეობაში. სადაც ამ მასამ წყალი დააგროვა, მასა ბოლო გაირღვა და ამ დიდმა დაგროვებულმა მასამ მსვლელობა დაიწყო. აღნიშნულმა მასამ ახალ გზამდე ყველაფერი წალეკა. კოსტავას ქუჩისხელა მილი, რომ ყოფილიყო, ისიც ვერ გაატარებდა. ეს არ იყო მარტო წყალი აქ იყო ხეებიც და ა.შ. კატასტროფა დაიწყო ახალდაბიდან. აქ საშინელი მდომარეობაა. ვერის ხეობამდე მან ყველაფერი მოწყვიტა", - განაცხადას თამაზ შილაკაძემ.
„პროექტირების პერიოდში ყველაფერი იყო გათვლილი წყლის ადიდებაც გათვალისწინებული იყო. ჩვენ ადრე გმირთა მოედანზე გვქონდა პრეტენზია უსაფრთხო მოძრაობასთან დაკავშირებით. წყლის გატარებას და რეჟიმის შეცვლას რაც შეეხება ეს არ შეცვლილა და იგივე დარჩა რაც იყო. კალაპოტის ზომა არ შეცვლილა. ჩვენ ტენდერში მოვიგეთ ეს პროექტი, ამ პროექტმა ექსპერტიზაც გაიარა და შემდეგ აშენდა. არავის ჩემთვის უკარნახია არაფერი, ამაზე მე და ჩემი ინსტიტუტის თანამშრომლები და სხვადსხვა დარგის სპეციალისტები ვმუშაობდით. ვადები გვქონდა ცოტა მოკლე და დღედაღამე ვმუშაობდით, რომ მოგვესწრო. მთლიანად ეს ხეობა უნდა იქნას შესწავლილი. დიდი გადაწყვეტილებაა მისაღები, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ წლების მერე მსგავსი კატასტროფა აღარ მოხდეს," - თქვა შილაკაძემ.