გაინტერესებთ რითია განპირობებული თქვენს მიერ განცდილი ტკივილები? პასუხი მარტივი, მაგრამ წარმოუდგენელია!

გაინტერესებთ რითია განპირობებული თქვენს მიერ განცდილი ტკივილები? პასუხი მარტივი, მაგრამ წარმოუდგენელია!
ტკივილი - ჩვენი ორგანიზმის საგანგაშო სიგნალი, რომელიც ამცნობებს მას, რომ რაღაც კარგად ვერ არის. თუ თქვენ გაწუხებთ ტკივილი სხეულის სხვადასხვა ნაწილში და ვერ გაგიგიათ, თუ რითია იგი გამოწვეული, რადგან არ მიგიღიათ არანაირი ტრამვა და დაზიანება, მაშინ საქმე ორგანიზმის ფსიქოსომატურ რეაქციაშია, რომელიც განპირობებულია თქვენივე ცხოვრებით.
ფსიქოსომატიკა - მეცნიერება, რომელიც იკვლევს ადამიანის ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიური პროცესების გავლენას მისივე ორგანიზმზე. როდესაც ჩვენს ფსიქიკასთან დაკავშირებით რაღაც ვერ არის, ამ დროს მთელი ორგანიზმი საფეხურებრივად ზიანდება და განვიცდით სხვადასხვა სახის ტკივილებს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში.

1. თავის ტკივილი
თუ თქვენ გამუდმებით სტრესის ქვეშ ხართ და ხართ სერიოზულად დატვირთული, მაშინ ნუ გაგიკვირდებათ, თუ შეგაწუხებთ თავის ტკივილი. საუკეთესო მეთოდი თავის ტკივილის დასამარცებლად - დამამშვიდებელი პრაქტიკებია. მაგალითად: მედიტაცია, ან იოგა. ექიმი კრისტტიან პეტერსონი ამტკიცებს, რომ აუცილებელია მივაქციოთ ყურადღება ჩვენი ემოციონალური მდგომარეობის ჰარმონიულობას და თავის ტკივილიც მომენტალურად გაქრება.



2. კისერი
ადამიანი, რომელსაც აწუებს დანაშაულის გრძონა და ვერ პატიობს საკუთარ თავს რაღაცას, განიცდის ტკივილს კისერის არეში. იმისათვის, რომ გაქრეს ტკივილი, საჭიროა მიიღოთ მსოფლიო ისეთი, როგორიც არის... ექიმი ლორი დ'ასკენზო გვირჩევს, რომ ვაპატიოთ საკუთარ თავს და გარშემო მყოფ ადამიანებს შეცდომები. ყოველივე ეს დადებითად იმოქმედებს თქვენს თვითშეგრძენბაზე.


3. მხრები
ექიმი როს კიტსონი ამბობს, რომ მხრები - ეს არის ზონა, რომელსაც აწვება მთელი პასუხსმგებლობისა და ზრუნვის განცდა, რომელიც თან ახლავს კონკრეტულ ადამიანს. საუკეთესო საშუალება მხრებში ტკივილის მოსახსნელად - ახლობელ ადამიანებზე ზრუნვის გადანაწულება და საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობის შემცირებაა.



4. ტკივილი ზურგის ზედა ნაწილში
ეს ზონა რეაგირებს სიყვარულზე, მის მიღებაზე, ან გაცემაზე. თვითგანვითარების ექსპერტი რონდა დეგასტი ამბობს, რომ ამ ზონაში ტკივილის განცდის შემთხვევაში დროა იფიქროთ თქვენს ურთიერთობებზე სხვადასხვა ადამიანებთან და შეეცადოთ ენერგიათა გაცვლის პროცესის დაბალანსირებას. აუცილებელია სიყვარულის თანაბრად გაცემა და მიღება.


5. წელი
ზურგის ქვედა ნაწილი რეაგირებს ფინანსურ საქმიანობებზე. შესაბამისად, თუ თქვენი მატერიალური მდგომარეობა სატრაბახო არ არის, მაშინ არ გაგიკვირდეთ ტკვილის განცდა წელის არეში. ექიმი მარკ ვ. ტონგი გვაფრთხილებს: თუ ფული არ გაძლევთ მოსვენებას დღისით და ღამით, თუ ცოტას გამოიმუშავებთ, ან ზედმეტად ბევრს ხარჯავთ, თქვენ უქქმნით სერიოზულ პრობლემებს საკუთარ ჯანმრთელობას. შეეცადეთ მაქსიმალურად დაალაგოთ თქვენი ურთიერთობა ფულთან.



6. იდაყვები
ალან ფოგელი ჟურნალში "დღევანდელი ფსიქოლოგია" წერს, რომ ტკივილი იდაყვებში - იმის ანარეკლია, თუ რამდენად მკაცრად და სასტიკად აღიქვამთ გარემომცველ სამყაროს. იყავით უფრო კეთილები, კომპრომისულები და ტკივილიც მომენტალურად გაქრება...



7. ხელები
სწორედ ხელების მეშვეობით ხდება გარემომცველ სამყაროსთან უამრავი სახის ურთიერთქმედება. ექიმი ლორი დ'ასკენზო ამტკიცებს, რომ ტკივილი ხელებში მოწმობს თქვენს არასაკმარის ურთიერთობას ადამიანებთად.



8. თეძოები
ექიმი ბარბარა კლარკი ამტკიცებს, რომ თეძოები რეაგირებს თქვენი ცხოვრების დინებაზე. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების, ჩახედეთ თვალებში ყველა იმ მოვლენას, რომელიც მომავალში გელოდებათ და ტკივილი მომენტალურად გაქრება. დახვდით მზადყოფნაში სიახლეებს, რათა თქვენი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს...


9. მუხლები
სხეულის ეს ნაწილი ჩვენს თვითშეფასებასთან დაკავშირებული პრობლემების ანარეკლია. თუ ადამიანი არადამსახურებულად იმცირებს საკუთარ თავს, ან ამცირებს სხვა ადამიანს, მაშინ დიდია შანსი იმისა, რომ იგი განიცდიდეს ტკივილს მუხლების არეში. არატრადიციული აღმოსავლური მედიცინის სპეციალისტი ლორენს მიჩელი გვთავაზობს, რომ ვცადოთ საკუთარ თავთან იუმორისტული დამოკიდებულების დამყარება და საკუთარი თავის შეყვარება.


10. ფეხის კუნთები
წყენა და შური რეაგირებს სწორედ სხეულის ამ ნაწილზე. ექიმი ლაურა პერი გვირჩევს, რომ თავიდან ამოვიგდოთ ეს ორი ნეგატიური ემოციური განცდა და დავიმყაროთ სულიერი სიმშვიდე. მხოლოდ ამ გზით შეძლებთ თქვენ ფეხის კუნთებში განცდილი დისკომფორტის მოხსნას.


11. კოჭები
სიამოვნების განცდა ყოველთვის ამარცხებს ტკივილს! ტკივილის განცდა კოჭებში სწორედ იმაზე მიგვანიშნებს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ მოდუნება და რაიმე კონკრეტული მომენტისგან სიამოვნების მიღება. თვითშეფასებასთან დაკავშირებული უამრავი წიგნის ავტორი ჯული დუგლასი გვირჩევს, რომ მოვიხსნათ დაძაბულობა და მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება ცოხვრებისგან.



12. ტერფები
თუ თქვენ გაწუხებთ ტკივილი ტერფებში, მაშინ უკვე დროა დაემშვიდობოთ მთელ ნეგატივს, პრობლემებს და მოეშვათ ცუდზე ჩაციკლებას! კალიფორნიელი ფსიქოლოგი ადაობი ანჯეი თვლის, რომ უფრო მეტად უნდა დავაფასოთ პოზიტიური წვრილმანი, ვიდრე გაცილებით დიდი სერიოზული პრობლემა. გარდა იმისა, რომ ასე თქვენ შეძლებთ ტკივილის მოხსნას ტერფებში, ასევე მოიპოვებთ შინაგან, სულიერ სიმშვიდეს!