როცა ხელი გტკივა, გულს მკურნალობენ: გადამცემი ტკივილის 9 ტიპი, რომლის იგნორირებაც დაუშვებელია

როცა ხელი გტკივა, გულს მკურნალობენ: გადამცემი ტკივილის 9 ტიპი, რომლის იგნორირებაც დაუშვებელია
ჩვენი ორგანიზმი - პროცესებისა და მექანისზმების ურთულესი სისტემაა, რომელიც ხანდახან სამედიცინო განათლების არმქონე ადამიანისთვის ძნელად გასაგებია. მაგალითად, რატომ არის კისრის გამუდმებით ტკივილი პულმონოლოგთან ვიზიტის საბაბი, ხელის შიდა მხარეში დისკომფორტის შეგრძნება კი გულის პრობლემებზე მეტყველებს?

რატომ ჩნდება ტკივილი


გადამცემი ტკივილი - ეს გახლავთ სხეულის მიდამოებში მტიკვეული შეგრძნებები, რომლებიც თავად ტკივილის კერისგან მოშორებით მდებარეობს. ადამიანს შესაძლოა წარმოდგენაც კი არ ჰქონდეს, რა საშიშროება ემუქრება და ტკივილი დააბრალოს კუნთების ნევრალგიას.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ გადამცემი ტკივილის რომელი სახეობა შეესაბამება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს. შეხედეთ ნახატს!


  1. გული. გულთან დაკავშირებული პრობლემების დროს, ტკივილი შეიძლება როგორც გულმკერდის არეში, ასევე, ხელის შიდა მხარეს (სტენოკარდიისას) წარმოიშვას.
  2. ფილტვები. კისრისა და მხრის მარჯვენა მხარეს მუდმივი ტკივილი - ფილტვების გასინჯვის მიზეზია.
  3. ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. ტკივილის მზაკვრული სახეობა, ვინაიდან, ავადმყოფი მიიჩნევს, რომ მოხრილობა და კუნთების დაძაბულობა ცხოვრების მჯდომიარე წესითაა გამოწვეული...
  4. კუჭი და კუჭქვეშა ჯირკვალი. როგორც წესი, ამ ორგანოების დაავადება ტკივილს უშუალოდ მათი განლაგების ადგილას წარმოშობს, მაგრამ ქრონიკული პანკრეატიტით დაავადებულთა 50% ზურგის ტკივილები აწუხებს.
  5. წვრილი ნაწლავები. ჭიპის არეში ტკივილი წვრილ ნაწლავებში ანთების მიმანიშნებელია. არ არის გამორიცხული აპენდიციტის ალბათობაც.
  6. თირკმლები. ხშირად, თირკმლების დაავადების დიაგნოსტიკა რთულია, რადგან ტკივილი ხშირად ზურგის ქვედა მხარეს, თეძოებზე და მუცელზე ვრცელდება. შარდის ბუშტი. შარდის ბუშტის პრობლემების დროს შესაძლებელია მენჯის ძვლის ტკივილი. ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.
  7. საკვერცხეები. მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილები მიუთითებს ანთებაზე ან საკვერცხეების სხვა დაავადებაზე.


გადამცემი ტკივილების ჩამონათვალი ამით არ სრულდება, ჩვენ მათგან ყველაზე გავრცელებული შევარჩიეთ. უნდა გახსოვდეთ, რომ ხშირად პრობლემა იქ არ არის, სადაც ტკივილი ჩნდება.