„ფოქსმა“ შესაძლოა, „გაქცევის“ ახალი სეზონი გადაიღოს
„გაქცევის“ მაყურებლებს საყვარელი სერიალის გაგრძელების ნახვის შანსი გაუჩნდათ. გავრცელებული ინფორმაციით, „ფოქსმა“, შესაძლოა, „გაქცევა“ სერიების შეზღუდული რაოდენობით წარმოგვიდგინოს. ამის შესახებ, არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, „დედლაინი“ წერს. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარეკება ჯერ არ დაწყებულა, სერიალის შემქმნელ პოლ შირინგს დრამის ახალი ნაწილის შექმნის სურვილი აქვს.
აღსანიშნავია, რომ „გაქცევის“ ვარსკვლავებს ვენტვორტ მილერსა და დომინიკ პურსელს აქამდე სერიალის ახალ ნაწილში გადაღებისთვის მზადყოფნის შესახებ არაერთხელ უთქვამთ. ჭორების თანახმად, გაქცევის შემდეგ მაიკლს (მილერს) და ლინკოლნს (პურსელს) კიდევ ერთო პერსონაჟი შეუერთდება. გარდა ამისა, ორიგინალური ვერსიიდან რამდენიმე მსახიობის ეპიზოდურ როლში გადაღება არ გამოირიცხება.
სათქმელი ისიცაა, რომ ორივე მსახიობი ამჟამად დრამა The CW „ხვალინდელი დღის ლეგენდებზე“ მუშაობს.