ვარდოსანიძე და ჭაჭუა შერიგდნენ? - გიორგის აღიარება ორი საყვარელი ქალის შესახებ
სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' დაწყებულ სიყვარულის ისტორიას ბევრი გულშემატკივრობდა. მიუხედავად იმისა, რომ სალომეს თაყვანისმცემლებმა გიგი გაჩეჩილაძესთან მოცეკვავის დაშორება საკმაოდ მძიმედ გადაიტანეს.
გიორგისა და სალომეს გრანდიოზული ქორწილიდან დაახლოებით ერთ წელიწადში მათი თანაცხოვრება დაშორებით დამთავრდა.
ამ თემაზე ღიად არცერთი საუბრობდა. სალომე პრესასთან ურთიერთიერთობას ბოლო დროს თავს არიდებს, გიორგი კი ამბობდა, რომ შესაძლოა ისევ შერიგებულიყვნენ, თუმცა იმასაც აღიარებდა, რომ საერთო ბინას ყიდიდა.
სალომეს ცეკვებში ახალი მეწყვილე ჰყავს, მაქს რიჟიკოვი და როგორც ამბობენ, ახალ მოცეკვავე წყვილს ცეკვების გარდა სიყვარულიც აკავშირებთ.
ამ ამბავს ჭორების მოყვარულები მხოლოდ იმით ამტკიცებენ, რომ სალომემ მაქსს ძაღლი აჩუქა, ისევე როგორც გიორგი ვარდოსანიძეს.
დაშორების შემდეგ სალომეს ნაჩუქარი ძაღლის მიმართ გიორგი დიდ ყურადღებას იჩენს. ძაღლთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სულ უფრო ხშირად ტვირთავს ''ფეისბუქზე''.
რამდენიმე საათის წინ გიორგიმ სალომეს და ძაღლის ფოტო გამოაქვეყნა და კომენტარი დაწერა ''ორი ყველაზე ლამაზი ქალი ჩემთვის''.
გიორგი ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამბობდა, მე და სალომეს არ გვითქვამს, რომ ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდაო. როგორც ჩანს, გიორგის სალომესთან შერიგების სურვილი აქვს და არაა გამორიცხული, რომ წყვილი შერიგდეს და წყენა და უთანხმოება წარსულში დარჩეს.