10 სავარჯიშო ნებისყოფის გასაწვრთნელად

10 სავარჯიშო ნებისყოფის გასაწვრთნელად
10 რეალური სავარჯიშო, რომლებსაც შეუძლიათ თქვენს ცხოვრებაში 10 კარგი ჩვევა დაამკვიდრონ.

სხვებზე გავლენის მოხდენა ნებისყოფის გარეშე შეუძლებელია. სხვა ადამიანების მართვის ცოდნა მჭიდრო კავშირშია პიროვნულ თვისებებთან. ერთ-ერთი მათგანია ძლიერი ნებისყოფა. სუსტ ადამიანს ნაკლებად გაჰყვება ვინმე, მათ ცოტა მეგობრები ჰყავთ და არ სარგებლობენ ქალებთან წარმატებით.

მაშინაც კი, თუ ყველა ზემოთ თქმული თქვენ არ გეხებათ (და თუ გეხებათ, მითუმეტეს), ჩვენს მიერ წარმოდგენილი სავარჯიშოები დაგეხმარებათ განივითაროთ ძლიერი ნებისყოფა.

სავარჯიშო1. დამალული ძალის მოძებნა
ეს საწყისი სავარჯიშოა. მისი მიზანია იმის განსაზღვრა და გაგება, თუ რა არის «ნებისყოფის კუნთი». საჭიროა იმის გაგება, როგორია შინაგანი ძალით დაძაბულობა და როგორ უნდა მოხდეს სურვილისამებრ ძალისხმევის გამოხატვა.

საკუთარი თავისთვის უნდა შეიმუშაოთ მარტივი დავალება. მაგალითად, დილით, როცა შხაპს მიიღებთ, პირსახოცი დაკეცეთ და დადეთ გარკვეულ ადგილას. საღამოს, ზუსტად ერთი და იგივე დროს უკან დააბრუნეთ.

შეასრულეთ ეს სავარჯიშო 1 თვის მანძილზე. თუ აღნიშნული ქმედება ჩვევაში გადაგივათ, ეს კარგიც არის.

სავარჯიშო 2. ძალის გაგება
ვირჩევთ საინტერესო საქმიანობას, სპროტულ თამაშს. მაგალითად, ბურთის აკენწვლას. ეს მოდურია ახლა და დიდ ადგილსაც არ მოითხოვს. შეგიძლიათ ბურთი შეცვალოთ პინგპონგის ბურთით და ჩოგანით. აკენწლეთ ბურთი დღეში 2-ჯერ 30-30-ჯერ. ძირითადი წესი არის ის, რომ შერჩეული ვარჯიში უნდა შეასრულოთ მთელი სიზუსტით, მაგალითად, თუ აირჩიეთ ბურთის აკენწვლა უნდა დაიცვათ შესრულების და აკენწვლის რაოდენობა ზუსტად, არც მეტი და არც ნაკლები. მიზანი არის თავშეკავების გამომუშავება. შეასრულეთ სავარჯიშო 30 დღის მანძილზე.

სავარჯიშო 3. ნორმალიზაცია
ამ სავარჯიშოს აზრი მდგომარეობს ძილის რეჟიმის გაკონტროლებაში. ანუ უნდა მიეჩვიოთ ერთი და იგივე დროს დაწოლას, სწრაფად ჩაძინებას, არანაკლებ 8 საათი და არაუმეტეს 10 საათი ძილს.

სავარჯიშო 4. მუშაობა და დასვენებამიზანი – დასვენებისა და შრომის რეჟიმის გაკონტროლება. ნებისმიერი საქმიანობა გაყავით თანაბარი ინტერვალებით, როგორც სკოლაში, დაახლოებით 45 წუთის შუალედებით. გააკეთეთ რეგულარული პაუზა დასვენებისთვის 10 წუთის მანძილზე. შეიცვალეთ საქმიანობის სფერო. სასურველია, რომ ეს სავარჯიშო ტრენინგად კი არ დარჩეს, ჩვევაში გადაგივიდეთ.

სავარჯიშო 5. ნებისყოფით საუბარი
საუბრისას გააკონტროლეთ საკუთარი სიტყვები და ემოციები. წარმოიდგინეთ როგორ გამოიყურებით გვერდიდან, გააკონტროლეთ საკუთარი ჟესტები და მიმიკა. დაიმახსოვრეთ კარგი წესი: ფიქრი – მოქმედებაა. ნებისმიერი მოქმედება და სიტყვა უნდა ემორჩილებოდეს გონებას.

სავარჯიშო 6. ნებისყოფის ტრაპეზი
სრულდება მარტივად: ხორციელდება საკვების მიღების სრული კონტროლი. მშვიდად, ნელა, გააზრებულად. უნდა შეიგრძნოთ გემო და არომატი, წარმოიდგინეთ და განეწყვეთ იმისათვის, რომ იმუხტებით დადებითი ენერგიით და უფრო ძლიერი ხდებით. ძღომამდე არ უნდა ჭამოთ, მიირთმევთ, როცა გშივდებათ.

სავარჯიშო 7. საცხოვრებელი სივრცის კონტროლი
ეს სავარჯიშო უნდა გახდეს ჩვევა. საცხოვრებელი და სამუშაო სივრცე იქონიეთ ყოველთვის მოწესრიგებული. იცოდეთ სად რა დევს. არსებობს კარგი წესი: მოაშორეთ ყველაფერი, რაც თვალს ჭრის. ამის შემდეგ ყველაფერი ნელ-ნელა ისეთი გახდება, როგორც წარმოგიდგენიათ.

სავარჯიშო 8. ნებისყოფეის დაგეგმვა
შეადგინეთ დღის, თვის, წლის გეგმა. რაც უფრო ზუსტი იქნება ის – მით უკეთესი. მიყევით თქვენს გრაფიკს.

სავარჯიშო 9. ვეძებთ სიზარმაცეს
თუ გიჩნდებათ ისეთი საქმეები, რომელთა შესრულება გეზარებათ, მაშინ სასწრაფოდ უნდა შეასრულოთ ისინი. თუ არ გინდათ ადრე ადგომა – წამოხტით საწოლიდან, თუ არ გინდათ ოთახის დალაგება – დაალაგეთ და ა.შ.

სავარჯიშო 10. ნებისყოფის გამყარება
ამ სავარჯიშოს აზრი იმაშია, რომ საჭიროა ყოველდღიურად ფიზიკური ვარჯიშების შესრულება. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი სირბილი, ფიტნესი და ა.შ. მთავარია, რომ ეს დამკვიდრდეს თქვენს ცხოვრებაში და შეცვალოს ის.
სტატიის წყარო:b2p.ge