6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ყველაზე კარგი ინტუიცია აქვთ

6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ყველაზე კარგი ინტუიცია აქვთ
ხართ თუ არა ყველაზე კარგი ინტუიციის მქონე ზოდიაქოს ნიშანი? შეგიძლიათ თუ არა განსაზღვროთ, გაქვთ თუ არა "მეექვსე გრძნობა"? ინტუიცია - ეს მოკრძალებული შინაგანი ხმაა, რომელიც ყველა ჩვენგანს აქვს, მაგრამ მას ყოველთვის ყურადღებას არ ვაქცევთ ან საერთოდ იგნორს ვუკეთებთ. FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ, ასტროლოგების მიხედვით 6 ზოდიაქოს ნიშანს, რომელთაც ყველაზე კარგი ინტუიცია აქვთ. 

  1. ტყუპები

    ტყუპები ყველაზე სოციალური ადამიანები არიან და ინსტიქტურად იციან, თუ რა თქვან რომ ადამიანები მათდამი სასიკეთოდ განეწყონ ან უბრალოდ საუბარი წამოიწყონ. ამ ზოდიაქოს ნიშანს შეუძლია წინასწარ განსაზღვროს თუ რის თქმას აპირებთ, სანამ თქვენს ფიქრს გაახმოვანებთ. ტყუპებს ინტუიცია ეხმარებათ გაიგონ, თუ ნებისმიერ სიტუაციაში როგორ უნდა იმოქმედონ. ისინი შეუდარებლები არიან, როცა საქმე პოზიტიურ პირველი შთაბეჭდილების დატოვებას ეხება. 


  2. კირჩხიბი

    კირჩხიბისთვის ინტუიცია და საკუთარი ემოციების ძლიერი გააზრება ხელიხელჩაკიდებული მიდის, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ შინაგანი ხმის მიმართ ძალიან ყურადღებიანი არის. ისინი ემპათიურები არიან და ახლობლების ემოციების გაგება შეუძლიათ, გარდა ამისა სრულად უცნობი ადამიანების გრძნობების აღქმაც შეუძლიათ. ამ ნიშნის ინტუიცია მთავარი მიზეზია, რის გამოც ადამიანები მათთან თავს კომფორტულად გრძნობენ. მათ იციან, რომ კირჩხიბს ესმის, თუ რას გრძნობენ ისინი, მაშინაც კი როცა ამის შესახებ არ საუბრობენ.


  3. ქალწული

    ქალწული უკიდურესად დაკვირვებულია, რაც შეიძლება იყოს პასუხი, თუ რატომ აქვთ მათ კარგი ინტუიცია: ისინი მხედველობიდან არაფერს უშვებენ და ნებისმიერ წვრილმანს ამჩნევენ, რასაც სხვა არანაირ ყურადღებას არ აქცევს. ქალწულს არ შეუძლია ბევრი შემთხვევის და სიტუაციის მარტივად აღქმა და უბრალოდ ყველაფრის ღრმა ანალიზისკენ არიან მიდრეკილნი. ცხოვრება - ქალწულისთვის ერთი დიდი ამოცანაა და ხშირად თავს ვალდებულად თვლის გაარკვიოს, თუ რა არის ზედაპირზე. 


  4. სასწორი

    სასწორი ყველაფრის მიმართ ჰიპერმგრძნობიარეა: საკუთარი თავის მიმართ, საკუთარ ფიქრებთან, გრძნობებთან და მის გარშემო მომხდარ მოვლენებთან. თავისი შინაგანი ხმის წყალობით, ყველა პოტენციურ საფრთხეს წინასწარ ხვდება, მაგრამ ამის გამო ნაკლებად ოპტიმისტური არაა. სასწორს შეუძლია დაინახოს პოზიტივი ყველაფერში, ისინი თითოეული სიტუაციის ნიუანსს ხედავენ და ყველა პერსპექტივა კარგად ესმით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე შესაძლო კონფლიქტს ეხება. ისინი უარს ამბობენ, დაინახონ სამყარო მხოლოდ შავად და თეთრად, რადგან ინტუიციურად იციან, რომ ყველაფერი მარტივად არაა და ცხოვრებაში ფერების მთელი სპექტრი და ელფერები არსებობს. 


  5. მორიელი

    მორიელს სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში ინტუიაცია საკმაოდ კარგად აქვთ განვითარებული, ისინი, მაგალითად, თითქმის ფიზიკურ დონეზე იჭერენ ტყუილს ნებისმიერ გამოვლინებით. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას აკეთებთ ან ამბობთ, მორიელი სიმართლეს ყოველთვის გაიგებს. ზოდიაქოს ამ ნიშანს მსოფლიოს დიდი აღქმა აქვს და მისი ქმედების და სიტყვების ყველა ქმედება იციან. არც კი სცადოთ მისი მოტყუება, არ გამოგივათ - ის თქვენს ფიქრებს ადვილად წაიკითხავს და იქით მოგატყუებთ. 


  6. თევზები

    კარგი ინტუიციის მქონე ნიშნები შემოქმედებისკენ არიან მიდრეკილნი, თევზები ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული ზოდიაქოს ნიშანია. მათი შთაგონება საკუთარი ინტუიციის ხმაა. ისინი უბრალოდ ამ ხმას მიჰყვებიან, არ სვამენ ზედმეტ კითხვებს და შედეგად რაღაც ფანტასტიურს ქმნიან. მათი შემოქმედება ღრმად შიგნით იბადება და მისი ფესვების გაგება შეუძლებელია.თევზები ძალიან მგრძნობიარეები არიან, ამიტომ შეუძლიათ მოვლენების წინასწარ გაგება, მაშინაც კი როცა ამის შესახებ არავინ იცის.