სპეციალური აბები ცუდი მოგონებების წასაშლელად...

სპეციალური აბები ცუდი მოგონებების წასაშლელად...
სპეციალისტები ამსტერდამის უნივერსიტედიდან მუშაობენ ახალი პრეპარატის შექმნაზე, რომელსაც შეეძლება ცუდი მოგონებების წაშლა, განადგურება. მათი რწმუნებით ეს წამალი ნამდვილი სენსაცია იქნება, რადგან მას შეეძლება მილიონობით ადამიანის განკურნება სტრესისგან, დეპრესიისგან და სხვა სულიერი ტრამვებისგან...

პრეპარატი, რომელიც ჯერ-ჯერობით ბეტა-ბლოკატორის სახელითაა ცნობილი, დაფუძნებულია საკმაოდ ხშირად გამოყენებად წამალზე, რომელიც არეგულირებს სისლის მიწოდებას სხეულის სხვადასხვა ორგანოებისთვის. სპეციალისტები ახალი პრეპარატის მეშვეობით ცდილობენ ტვინის იმ ნაწილისთვის სისხლის მიწოდების დაბლოკვას, რომელშიც მოთავსებულია ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენში სტრესისა და დეპრესიის განცდას იწვევს.

ახალი წამლის ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო 16 მოხალისემ. ექსპერიმენტის დასაწყისში ამ ადამიანებში გააღვივეს უსიამოვნო შეგრძნებები და მოგონებები საკმაოდ ორიგინალური მეთოდით. კვლევის ობიექტებს სვამდნენ სავარძელში დიდი ეკრანის წინ და ხელზე უკეთებდნენ სპეციალურ სამაჯურს ელექტროდებით. ყოველივე ამის შემდეგ ეკრანზე ჩნდებოდა ობობების, გველებისა და სხვა მსაგვსი უსიამოვნო არსებების საშინელი სურათები, ამასთანავე ხელზე დამაგრებულ სპეციალურ სამაჯურში ელექტრულ დენს ატარებდნენ... ამ ადამიანების მიერ განცდილი შიშის დონეს აფასებდნენ, როგორც ზედაპირული დაკვირვებით, ასევე სპეციალური მოწყობილობებით, რომლებიც აღრიცხავენ გულის ცემის, პულსის აჩქარებას, სისხლის წნევას და ა.შ.

ყოველივე ზემოთ ხსენებულის შემდეგ მოხალისეებს ყოფდნენ 2 ჯგუფად: ერთ ჯგუფს აძლევდ მათ მიერ შემუშავებელ პრეპარატს, ხოლო მეორეს - პლაცებოს. პლაცებო ეს არის ფხვნილის მსგავსი ნივთიერება, რომელსაც არანაირი სამკურნალო დანიშნულება არ გააჩნია, თუმცა იგი ახდენს ფსიქოლოგიურ გავლენას ადამიანზე. განმეორებითმა ტესტმა აჩვენა, რომ ის ადამიანები, რომლებმაც ბეტა-ბლოკატორი მიიღეს, გაცილებით ნაკლებ შიშს განიცდიდნენ, ვიდრე ის ადამიანები, რომლებმაც პლაცებო მიიღეს.

მეორე დღეს, როდესაც ეს პრეპარატი ორგანიზმიდან სრულიად გამოიდევნა, იგივე ექსპერიმენტის განმეორებისას, ბეტა-ბლოკატორის მიღების შემდეგ კვლევის ობიექტებმა კიდევ უფრო ნაკლები შიში განიცადეს ვიდრე წინა დღეს...

ამ ექსპერიმენტების შემდეგ ხელმძღვანელმა, მერელა კინდმა განაცხადა, რომ ბეტა-ბლოკატორს მთლიანად შეუძლია ცუდი მოგონებების წაშლა.

ადამიანის მიერ მიღებული კარგი, თუ ცუდი ინფორმაცია გადაიგზავნება ტვნიში, სადაც იგი მუშავდება. ცუდმა მოგონებებმა შესაძლოა ძალიან დიდი ტრამვა მიაყენოს ჩვენს ნერვულ სისტემას და გამოიწვიოს სტრესი, დეპრესია, თუმცა ექსპერტების რწმუნებით, ძალიან მალე ისინი ამ პრობლემას გადაჭრიან.

იცოდით, რომ ადამიანის ტვინი ფოკუსირებას უპირველეს ყოვლისა ცუდ მოგონებებზე აკეთებს, რადგან იგი ამ დროს გამოიმუშავებს რეფლექსებს, რათა მომავალში დაიცვას საკუთარი თავი იგივე ფაქტის განმეორებისგან. მაგალითად თქვენ აღმოჩნდით ბანკში, რომელსაც გაძარცვას უპირებენ, მეორეჯერ იგივე შემთხვევის განმეორებისას, თქვენ უკვე ქვეცნობიერად გეცოდინებათ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს... სწორედ ამიტომ ცუდი მოგონებები ძალზედ უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე, რადგან ჩვენი ტვინი სწორედ მათზეა ფოკუსირებული, თუმცა ამსტერდამის უნივერსიტეტის მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ეს პრობლემა კაცობრიობას უახლოეს მომავალში აღარ შეაწუხებს...