თბილისში გეი ცენტრი იხსნება

თბილისში გეი ცენტრი იხსნება
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში წლის ბოლომდე, ახალი და სკანდალური გეი-ცენტრი გაიხსნება.

გეი-კლუბის მენეჯერი ამბობს, რომ სექსუალური უმცირესობისთვის ეს ელიტური თავშეყრის ადგილი იქნება.

„ცენტრში სექსუალური უმცირესობის ყველა წარმომადგენელს შეეძლება სტუმრობა, სპეციალური ფეის კონტროლის გავლის შემდეგ.

მარკეტინგული სტრატეგიიდან გამომდინარე მისამართს ამ ეტაპზე ვერ გაგიმხელთ, თუმცა გეტყვით, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გასართობ-გამაჯანსაღებელი ცენტრი. სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალური სპა-სალონებით, მინი-ბარებით, პრივატ-რუმებით, კინოთეატრით, ბიბლიოთეკით და ა.შ.

ცენტრში მოსვლა ყველას შეუძლია, თუმცა მკაცრი კონტროლის გავლის შემდეგ მიიღებს სპეციალურ „ვიზა-საშვს“. გვაქვს რამდენიმე აუცილებელი პირობა, რომელიც ყველამ უნდა შეასრულოს.

სტუმრები ყველა ნივთს სპეციალურ სეიფებში დატოვებენ. მკაცრად იკრძალება მობილური ტელეფონის შემოტანა. ჩვენთან ყველა სტუმარმა თავი დაცულად უნდა იგრძნოს", - ამბობს გეი-კლუბის მენეჯერი, რომელიც თვის სახელსა და გვარს არ ასახელებს.
სტატიის წყარო:primetimenews.ge