თვითმასაჟის საიდუმლოებები. გავაერთიანოთ სასიამოვნო და სასარგებლო ერთმანეთში!
როგორც წესი, სხეულის მასაჟი უნდა გაგვიკეთოს ადამიანმა, რომელსაც შესაბამისი განათლება და პრაქტიკა აქვს, თუმცა სამწუხაროდ ყველა ადამიანს ფინანსური მდგომარეობა და არასაკმარისი თავისუფალი დრო არ აძლევს სპეციალისტთან ვიზიტის საშუალებას. ასეთ შემთხვევაში გამოსავალი თვითმასაჟია, რომელიც შეგიძლიათ ჩაიტაროთ ნებისმიერ დროს და ადგილას.
უმეტეს შემთხვევაში ადამიანები თვითმასაჟს სხეულის პროფილაქტიკის მიზნით მიმართავენ, თუმცა სასარგებლო თვისებებთან ერთად მას უამრავი უარყოფითი მხარე აქვს. არასასურველი გვერდითი მოვლენების თავიდან ასარიდებლად აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან.
თვითმასაჟის სახეობები და მათი სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე
თვითმასაჟი შეიძლება იყოს როგორც მოკლევადიანი, რომელსაც რელაქსაციის მიზნით იკეთებენ, ასევე ხანგრძლივვადიანი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა პრობლემური ზონების მოსარჩენად მიმართავენ.
როგორ გავიკეთოთ თვითმასაჟი
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, გთავაზობთ ხანგრძლივვადიან თვითმასაჟს, რომელიც მოიცავს შემდეგ ელემენტებს:
თვითმასაჟის დროს არ დაივიწყოთ სხეულის სხვა ნაწილების შესახებ. თეძოები და მუცელი ასევე სხეულის ის ნაწილია, რომელთა დაზელვით სასურველი ეფექტის მიღებაა შესაძლებელი.

- კისრის მასაჟი საკმაოდ მარტივია. დაიდეთ ხელები კისრის უკანასკნელ მალაზე და აკეთეთ მომადუნებელი მოძრაობები. არ დაივიწყოთ, რომ ამ შემთხვევაში წელში გამართული უნდა იჯდეთ.
- დღის განმავლობაში ჩვენი ხელები ძალიან იტვირთება, რის გამოც თვითმასაჟის გაკეთების დროს მათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ. ხელების თვითმასაჟი ასევე ძალიან მარტივია: ნაზი მოძრაობებით დაიზილეთ ხელის როგორც ზედა, ასევე ქვედა ნაწილი დაწყებული მაჯიდან, დამთავრებული თითებით.
- ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველს მისი ხერხემალი წარმოადგენს, რის გამოც სხეულის ამ ზონას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ.
დაძაბულობის მოსახსნელად , საკმარისია დაიდოთ ხელის გულები წელის არეში ისე, რომ თითები უშუალოდ ხერხემლისკენ იყოს მიმართული.
ბარძაყების მიმართულებით ნაზი მოძრაობებით შეძლებთ საკმაოდ კარგი შედეგის მიღწევას. მაქსიმალური ეფექტისთვის ხელებით დაიზილეთ ხერხემლის ის ნაწილები, სადაც შეძლებთ მიწვდომას. - ხერხემალზე ზრუნვის შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ ფეხებზე, სადაც განსაკუთებული ძალისხმევა დაგჭირდებათ. დაიწყეთ ტერფების დაზელვით და დაასრულეთ ბარძაყების თვითმასაჟით.
თვითმასაჟის დროს არ დაივიწყოთ სხეულის სხვა ნაწილების შესახებ. თეძოები და მუცელი ასევე სხეულის ის ნაწილია, რომელთა დაზელვით სასურველი ეფექტის მიღებაა შესაძლებელი.