ამ 2 ინგრედიენტის წყალობით ქათმის ფრთები სუპერგემრიელ საჭმელად გადაიქცევა

ამ 2 ინგრედიენტის წყალობით ქათმის ფრთები სუპერგემრიელ საჭმელად გადაიქცევა
ქათმის ფრთები კოკა-კოლაში იაპონური სამზარეულოს ჰიტია. მისი მომზადება კი სულ რაღაც 30 წუთს წაგართმევთ.




საჭირო მასალა:

  • ქათმის ფრთები 1კგ
  • კოკა-კოლა 200მლ
  • ნიორი 3კბილი
  • სოიოს სოუსი 50მლ
  • მცენარეული ზეთი გემოვნებით
  • დაფქული დარიჩინი 1 მწიკვი


მომზადების წესი:
1. ქათმის ფრთები ჩაყარეთ ჯამში, დაუმატეთ მითითებული სოიოს სოუსის დოზის ნახევარი და გააჩერეთ 5-7 წუთი. კერძს გემო უფრო გამორჩეული გემო რომ ჰქონდეს, დაუმატეთ დარიჩინი და დაჭყლეტილი ნიორი.
2. ტაფა გაახურეთ, დაასხით ზეთი, დააწყვეთ ფრთები და ორივე მხრიდან შეწვით 3-3 წუთით. დაასხით დარჩენილი სოიოს სოუსი და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 7 წუთი.
3. გამორთეთ გაზი და ტაფაზე დაასხით კოკა კოლა. დატოვეთ 10 წუთით
4. კერძს მარილი არ დაუმატოთ,რადგან სოიოს სოუსი ისედაც საკმარისად მარილიანია.
5. 10 წუთის შემდეგ ტაფას თავსახური მოხადეთ და აცადეთ სანამ ფრთები კოკა კოლას შეიწოვს.
6. შემდეგ კი თქვენი უგემრიელესი კერძი მზადაა.

გემრიელად მიირთვით