როგორ გამოვიყენოთ კოკა-კოლა ყოფაცხოვრებაშიც, ეს რჩევები ნამდვილად გამოგადგებათ.
კოკა - კოლა გარდა იმისა, რომ ბევრისთვის საყვარელი და სასიამოვნო გაზიანი სასმელია, ფართოდ გამოიყენება ყოფაცხოვრებაშიც რომელიც ბევრმა არც იცის. თუ როგორ გამოვიყენოთ კოკა - კოლა ყოფაცხოვრებაში ამას ახლავე გასწავლით:
- თუ ქვაბი მიგეწვათ, ჩაასხით შიგ კოკა - კოლა და ადუღებამდე მიიყვანეთ.
- თუ თმა შეიღებეთ და ძალიან მკვეთრი გამოგივიდათ, კოკა - კოლა ოდნავ გაგიღიავებთ.
- ძველ მონეტებს თუ კოკა - კოლაში ჩადებთ, უფრო გააბრწყნინებს.
- ჩაასხით კოკა-კოლა ჩაიდანში და მთელი დღით დააყოვნეთ. ყველა ნადებს მოხსნის.
- თუ კოკა-კოლას უნიტაზში ჩაასხამთ, შესამჩნევად გაასუფთავებს.
- კოკა-კოლა შეურიეთ (1:1) თქვენს მიერ მომზადებულ ქათამსა და ხორცზე წასასმელ სოუსში და გადაუსვით შეწვამდე. ბევრად გემრიელი იქნება.
- კოკა-კოლა თმის კარგი კონდიციონერია, დაისხით თავზე, გადაივლეთ და გაიშრეთ.
- თუ თქვენს ბაღჩას მოლოქები შეესია, დიდ თეფშზე დაასხით კოკა-კოლა. სუნი მათ მიიზიდავს, თეფშში ჩავლენ და ვეღარ ამოვლენ.
- თუ ვერ ატრიალებთ ჩაჟანგულ "ბოლტს", კოკა-კოლაში დასველებული ნაჭერი შემოახვიეთ რამდენიმე საათით დატოვეთ. ამის მერე ადვილად დაატრიალებთ.
- კუჭის აშლილობას გაზგასული კოკა-კოლა შველის.