ამ საპონი-სკრაბით შენი კანი მოვლილი, გლუვი და უბერებელი გახდება. გააკეთე შენი ხელით!
არომატული სკრაბი-საპნის გაკეთება არ არის რთული. უბრალოდ, დარწმუნდი, რომ ყველა აუცილებელი ინგრედიენტი ხელთ გაქვს და მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას.
მაშ ასე, შენ დაგჭირდება:
150 გრ რძე;
შვრიის ფანტელი;
2 ჩაის კოვზი თაფლი;
200 გრ ბავშვის საპონი;
3-5 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი;
1 ჩაის კოვზი გლიცერინი;
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.
როგორ მოვამზადოთ:
1. გახეხე ბავშვის საპონი;
2. დაუმატე შემთბარი რძე;
3. შეათბე მასა წყლის აბაზანაზე, სანამ საპონი მთლიანად არ გადნება;
4. აქვე დაუმატე რიგრიგობით თაფლი, ზეითუნის ზეთი, გლიცერინი, ფორთოხლის ეთერზეთი.
5. ურიე მასას და მიიყვანე ადუღებამდე.
6. დაუმატე დაფქული შვრიის ფანტელი. აცადე მასას, გაგრილდეს.
7. წაუსვი ფორმებს მცენარეული ზეთი. კიდევ ერთხელ მოურიე მასას და მოათავსე ფორმებში.
8. აცადე საპონს გამაგრება და შემდეგ ამოიღე ფორმებიდან.
9. საპონი 4-6 დღის განმავლობაში უნდა გამოშრეს.