დაიბანეთ სახე ამ საშუალებებით და თქვენი კანი მომენტალურად დაიწყებს გაახალგაზრდავებას

დაიბანეთ სახე ამ საშუალებებით და თქვენი კანი მომენტალურად დაიწყებს გაახალგაზრდავებას
თუკი თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ, ესეიგი თქვენთვის კარგადაა ცნობილი ისეთი პრობლემები როგორებიცაა გაფართოებული ფორები, აკნე. ზოგიერთმა პრობლემამ შესაძლოა უკან დაიხიოს გარკვეული საკვები პროდუქტების გამოყენებაზე უარის თქმის ხარჯზე. მაგალითად: რაფინირებული შაქარი, რომელიც აკნეს წარმოქმნას უწყობს ხელს.

ამასთანავე ხალხურ მედიცინაში მოიპოვება საშუალებებიც ამ პრობლემებთან საბრძოლველად. თავდაპირველად თქვენ დაგჭირდებათ ჩამოყალიბდეთ და სწორად შეარჩიოთ მაკიაჟის მოსახსნელი და დამატენიანებელი კრემი. უფრო კონკრეტულად კი არსებობს ისეთი საშუალებები რომლებიც ნამდვილად მოქმედებენ, არჩენენ აკნეს და ავიწროებენ ფორებს, მაგრამ არ არის გათვალისწინებული თქვენი სახის კანის ტიპისთვის, რაც საბოლოოდ კანის დაავადებას იწვევს.

FPAPARAZZI-ს რედაქციამ შეაგროვა თქვენთვის რამოდენიმე სასარგებლო და ეფექტური საშუალების რეცეპტი სახის კანის მოსავლელად:
  1. სახიდან მაკიაჟის მოსახსნელი კრემი ცხიმიანი ან უცხიმო კანისათვის:
    • 1 ან 2 ჩაის კოვზი ტკბილი ნუშის ზეთი
    • ¼ ჭიქა ალოე ვერას წვენი
    • ნებისმიერი ეთერზეთი (სურვილის შემთხვევაში)

    მცირე ზომის ჭურჭელში შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეინახეთ მინის ჭურჭელში. ცხიმიანი კანის შემთხვევაში ჩაანაცვლეთ ნუშის ზეთი მცირეოდენი თხევადი კასტილიური საპონით.


  2. სახის გამწმენდი საშუალება მშრალი კანისათვის:
    • 20 წვეთი ჟასმინის ეთერზეთი
    • 1 ჭიქა კასტილის საპონი
    • 1 სუფრის კოვზი ნუშის ზეთი
    • 1 ჭიქა გამოხდილი წყალი

    შეურიეთ ყველა კომპონენტი და შეიანხეთ ნაზავი შესაბამის კონტეინერში გამოიყენეთ დანიშნულებისამებრ.


  3. პირის დასაბანი ძირითადი საშუალება:
    • 1-2 სუფრის კოვზი ზეთი
    • ½ კასტილის საპონი
    • 10 წვეთი ეთერზეთი

    ამ საშუალების დასამზადებლადაც საკმარისია მცირე ზომის ჭურჭელში კარგად გადაურიოთ ყველა ინგრედიენტი. შეინახეთ შესაბამის კონტეინერში.
    ამ საშუალების გამოყენება შეგიძლიათ მრავალფუნქციური გამწმენდი საშუალების სახით. ცხიმიანი კანის შემთხვევაში, ზეთი უმჯობესია ჩაანაცვლოთ ალოე ვერას გელით. კანის ამქერცლავი კრემის დასამზადებლად კი საკმარისია უბრალოდ დაუმატოთ დაფქული ყავა.



  4. საშუალება ცხიმიანი კანისათვის:
    • ¼ ჭიქა ვაშლის ძმარი
    • ½ ჭიქა ორგანული თაფლი
    • 10 წვეთი ჩაის ხის ზეთი

    შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და გამოიყენეთ ცხიმიან კანზე.
    წაისვით მიღებული საშუალება სახეზე მცირე რაოდენობით როდესაც პირს იბანთ და აკურატული მოძრაობებით შეიზილეთ ის სახის კანში. ნამიანი ბამბის ტამპონით გაიწმინდეთ სახე და შემდეგ დაიბანეთ პირი.



  5. ქაფიანი გამწმენდი ნებისმიერი ტიპის კანისათვის:
    • ⅓ ჭიქა კასტილის საპონი
    • ½ ჩაის ჭია ქოქოსის ზეთი
    • 10-15 წვეთ ლავანდის ეთერზეთი
    • ⅔ ჭიქა გამოხდილი ან გაფილტრული წყალი

    კარგად გადაურიეთ ყველა ინგრედიენტი, გადაასხით მიღებული მასა ცარიელ კონტეინერში და გამოიყენეთ დანიშნულებისამებრ.


მოცემულ სტატიაში რამოდენიმე რეცეპტში გამოყენებულია ინგრედიენტად კასტილის საპონი, რაც დარწმუნებული ვარ გააენს კითხვებს, ამიტომ fpaparazzi-ს რედაქციამ თქვენთვის მოიძია ასეთი საპონის დამზადების რეცეპტი რაც შეგიძლიათ წაიკითხოთ მეორე გვერდზე.