კოსმეტიკა სამზარეულოდან: ეფექტური თავის მოვლის საშუალებები საკუთარი ხელით

კოსმეტიკა სამზარეულოდან: ეფექტური თავის მოვლის საშუალებები საკუთარი ხელით
ქალბატონები მუდმივად ინტერესით ადევნებენ თვალს კოსმეტოლოგიურ სიახლეებს, რომლებიც ჰპირდებიან რომ გაალამაზებენ მათ, სიამოვნებით ახდენენ ტესტირებას თუმცა არ ჩქარობენ შეძენას, რადგან კარგი ხარისხის თანამედროვე კოსმეტიკური საშუალებები საკმაოდ ძვირი ღირს. გარდა ამისა, მათ უმრავლესობაში მავნე ქიმიური ელემენტებიც შედის. არადა მრავალი ნატურალური საშუალება შესაძლებელია სახლის პირობებში დამზადდეს, პირდაპირ თქვენს სამზარეულოში.

შოკოლადის ნიღაბი

მართალია ფოტოზე მოყვანილი ქალბატონი შოკოლადის ნიღბით დიდად ლამაზად არ გამოიყურება, თუმცა ეს ნიღაბი აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ფერს. მის მოსამზადებლად კი 2 წუთიც საკმარისია.
ინგრედიენტები:
  • 1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი
  • 2 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი


მომზადების წესი:
  1. მცირე ჭურჭელში მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ ქოქოსის ზეთი 5-6 წამის განმავლბოაში.
  2. დაუმატეთ კაკაოს ფხვნილი და გადაურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  3. წაისვით ნიღაბი სახეზე ფუნჯის დახმარებით. გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ყოველი შემდგომი გამოყენებისას ამ ნაერთის ერთი სუფრის კოვზი გაადნეთ ღუმელში. ქოქოსის ზეთის ხარისხის მიხედვით მისი შენახვა შესაძლებელია 3-6 თვის მანძილზე.



შაქარ-კიტრის სკრაბი პიტნით

ინგრედიენტები:
  • 1 კიტრი
  • 2 სუფრის კოვზი პიტნის ნედლი ფოთოლი
  • 2,5 ჭიქა შაქარი
  • 4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:
  1. დააბლენდერეთ კიტრი და პიტნა პიურეს კონსისტენციის მიღებამდე
  2. მცირე ჭურჭელში შეურიეთ შაქარი, ზეითუნის ზეთი და მიღებული პიურე. თუკი მეტ შაქარს დაუმატებთ სკრაბი უფრო სქელი გამოვა.
  3. გადაანაწილეთ მიღებული სკრაბი ქილებში და შეინახეთ მაცივარში.



ნიღაბი იოგურტითა და კენკრით

როგორ დავამზადოთ:
  1. დააბლენდერეთ ერთდოულად 2 სუფრის კოვზი იოგურტი და 2 სუფრის კოვზი თაფლი (იოგურტი ტკბილი არ უნდა იყოს)
  2. დაუმატეთ ¼ ჭიქა ცოცხალი კენკრის ნაზავი და კვლავ დააბლენდერეთ სქელი პიურეს მიღებამდე.
  3. ხელით წაისვით მიღებული ნიღაბი დაბანილ გამშრალ სახეზე. გაიჩერეთ 10-15 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და დაინამეთ სახე პირსახოცით.

მაყვალში იმაზე მეტი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია,ვიდრე მოცვში. C ვიტამინი, რომელსაც ციტრუსები გვაძლევენ ანათლებს და აახლებს კანს. თაფლს გააჩნია ანტისეპტიკური თვისებები და გვეხმარება კანის გარქოვანებული უჯრედების მოშორებაში.


შაქარ-პიტნის სკრაბი

ამ სკრაბის დასამზადებლად საკმარისია 5 წუთი - შევუდგეთ საქმეს.
ინგრედიენტები:
  • ½ ჭიქა ქოქოსის ზეთი
  • 1,5-2 ჭიქა შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი პიტნის ექსტრაქტი
  • 1 წვეთი ბუნებრივი სახამებელი "მწვანე"


მომზადების წესი:
  1. მცირე ჭურჭელში გაადნეთ ქოქოსის ზეთი 15-25 წამის განმავლობაში - იკროტალღურ ღუმელში.
  2. დაუატეთ 1,5 ჭიქა შაქარი, პიტნის ექსტრაქტი და სახამებელი. შეურიეთ ეს ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თუკი მასა თხელი გამოვა დაუმატეთ დარჩენილი შაქარიც.
  3. გადაანაწილეთ მიღებული სკრაბი ქილებში.



სხეულის დამატენიანებელი ლოსიონი

ინგრედიენტები:
  • ¼ ჭიქა ქოქოსის ზეთი
  • 2 სუფრის კოვზი ში-ს ზეთი
  • 2 სუფრის კოვზი კაკაოს ზეთი
  • 1 სუფრის კოვზე ჟოჟობას ზეთი (ან ნუშის)
  • ¼ ჩაის კოვზი გრეიფრუტის კურკის ექსტრაქტი (კონვერვანტის სახით)
  • 1 სუფრის კოვზი ალოეს გელი ან ზეითუნის ზეთი
  • 5-10 წვეთი საბაზისო ეთერზეთი


დამზადების წესი:
  1. შეურიეთ პირველი სამი ინგრედიენტი დამდუღულ მინის ჭურჭელში
  2. გაალღვეთ ინგრედიენტები ნელ ცეცხლზე ან უმჯობესია ორთქლის აბაზანაზე.
  3. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ ზეითუნის ზეთი ან გრეიფრუტის კურკის ექსტრაქტი.
  4. გააცივეთ ნაზავი რამოდენიმე წუთის მანძიზე (ნახევარ საათამდე) ოთახის ტემპერატურაზე, მანამ სანამ შესქელებას არ დაიწყებს.
  5. შეურიეთ საბაზისო ეთერზეთი და ალოე ვერას გელი
  6. გადაურიეთ გულდასმით ყველა ინგრედიენტი
  7. შეინახეთ ჰერმეტულად დახურებული თავსახურით.



ყავის სკრაბი სხეულისათვის

ინგრედიენტები:
  • ¼ ჭიქა ყურძნის კურკების ზეთი (ან ზეითუნის ზეთი)
  • 1/3 ჭიქა ყავისფერი შაქარი (ან თეთრი შაქარი ზღვის მარილით)
  • 3 სუფრის კოვზი დაფქული ყავა
  • ¼ ჩაის კოვზი დარიჩინი


დამზადების წესი:
  1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მირებამდე
  2. შეინახეთ ქილებში
  3. ეს სკრაბი ტენიან კანზე უნდა წაისვათ, შემდეგ კი წყლით ჩამოიბანოთ.



საპონი შვრიის ფანტელებისგან თაფლის დამატებით

ინგრედიენტები 2 ნაჭერი საპნის დასამზადებლად:
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი
  • 2 სუფრის კოვზი და ერთი ჩაის კოვზი შვრიის ფანტელები (2 სუფრის კოვზი ფანტელები დაფქვით ფქვილის მიღებამდე.)
  • 230გ თხის რძის საპონი
  • ფორმები საპნისათვის
  • დანა
  • პლასტმასის კოვზი
  • დანამატის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ დაფქული ყავა ან მშრალი დაფქული კოჭა


დამზადების წესი:
  1. დაჭერით თხის რძის საპონი კუბებად დანით. იმდენი, დაახლოებით ერთი ჭიქა გამოვიდეს
  2. მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ საპონი 30 წამის განმავლობაში, ნუ მიიყვანთ წამოდუღებამდე.
  3. გადაურიეთ ყველაფერი გულდასმით პლასტმასის კოვზით.
  4. დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და კვლავ კარგად გადაურიეთ.
  5. დაუმატეთ 6 წვეთი ყვითელი საკვები სახამებელი და 2 წვეთი წითელი საკვები სახამებელი
  6. ნაზავი ბუშტებს გაიკეთებს და ამას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ.
  7. სილიკონის ფორმების ძროზე თანაბრად გადაანაწილეთ 1 ჩაის კოვზი შვრიის ფანტელები.
  8. ჩამოასხით სითხე ფორმებში. დაელოდეთ გაცივებას 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ფორმები მაცივარში მოათავსეთ რამოდენიმე საათით.


ტანის სკრაბი დამზადებული მარილსა და ლიმონზე

ინგრედიენტები (2,5 ჭიქა სკრაბისათვის):
  • 2 ჭიქა ინგლისური მარილი, მაგნიუმის სულფატი
  • 1 ჭიქა ტანის ზეთი
  • ლიმონის ცედრა


დამზადების წესი:
  • შეურიეთ ყველა ინგრედიენტი
  • შეავსეთ მიღებული მასით შესანახი ქილები



შაქარ-მარწყვის სკრაბი

ამ სკრაბის დასამზადებლად დაგჭირდებათ 15 წუთი ჯამში გამოგივათ 3 ჭიქა.
ინგრედიენტები:
  • ¾ ჭიქა ქოქოსის ზეთი
  • ¼ ჭიქა ნუშის ზეთი
  • ½ ჭიქა გამომშრალი მარწყვის ფქვილი
  • 2 ჭიქა შქარი
  • 4 ჩაის კოვზი მარწყვის ექსტრაქტი


დამზადების წესი:
  1. ათქვიფეთ ქოქოსის ზეთი ჯამში 5 წუთის განმავლობაში
  2. დაუმატეთ ნუშის ზეთი
  3. ცალკე ჭურჭელში შეურიეთ შაქარი და ½ ჭიქა ფქვილი (გამომშრალი მარწყვის). მიღებული მასის ნახევარი შეურიეთ ქოქოსის ზეთს და ნუშის ზეთს. გულდასმით გადაურიეთ და დაუმატეთ მეორე ნახევარიც.
  4. დაუმატეთ მარწყვის ექსტრაქტი


გრეიფრუტის ცედრისა და შაქარის სკრაბი

ინგრედიენტები:
  • 250გ შაქარი
  • ¼ ჭიქა გრეიფრუტის ახალგამოწურული წვენი
  • 250 г сахара
  • ¼ ჭიქა ფრეიფრუტის კურკის ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • 2 ჩაის კოვზი გრეიფრუტის ცედრა


დამზადების წესი:
  1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი დიდ ჭურჭელში. შემდეგ კი გადაიტანეთ ქილაში.
  2. წაისვით სხეულზე და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.




ციტრუსების მარილი აბაზანისათვის

ინგრედიენტები:
  • ზღვის მინერალიზირებული მარილი (მკვდარი ზღვის მარილი)
  • 2-3 წვეთი ფორთოხალის ეთერზეთი
  • 2-3 წვეთი ლიმონის ეთერზეთი
  • 1 სუფრის კოვზი ფორთოხლის ცედრა
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონის ცედრა


დამზადების წესი:
  1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი. ციტრუსების ცედრა მარილს ლამაზ ფერებში გააფერადებს.
  2. გადაიტანეთ ფერმეტულად დახურულ ჭურჭელში


შაქრის სკრაბი კრახმალით

ინგრედიენტები:
  • ½ ჭიქა ზეითუნის ზეთი
  • ½ ჭიქა ქოქოსის ზეთი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი სიმინდის კრახმალი


დამზადების წესი:
  1. გაალღვეთ ქოქოსის ზეთი მიკროტალღურ ღუმელში 1 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი ადროვეთ შეცივება. როგორც კი ზეთი ჭურჭლის კიდეებზე გამაგრებას დაწიებს დაიწყეთ მისი ათქვეფა მიქსერით 30-60 წამის განმავლობაში. მიღებული მასა კონსისტენციით ვაზელინს მოგაგონებთ. გააგრძელეთ ათქვეფა კიდევ 2 წუთით. ამ ეტაპზე უკვე შეგიძლიათ გაჩერდეთ მიღებული მასა ტანის ლოსიონად გამოიყენოთ.
  2. სკრაბის დასამზადებლად კი დაუმატეთ ამ მასას შაქარი და კრახმალი. შეინახეთ ჰერმეტულად დახუფულ ქილაში.