მაჩუ პიკჩუ — ქალაქი უძველეს ამერიკაში

მაჩუ პიკჩუ — ქალაქი უძველეს ამერიკაში
მაჩუ პიკჩუ - უძველესი ამერიკის ქალაქია, რომელიც მდებარეობს თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 1450 მეტრის სიმაღლის მთაზე, ის მდინარე ურუბამბას გადმოჰყურებს თავზე. 2007 წელს მას მსოფლიოს ახალი საოცრების ტიტული მიენიჭა.


ინკების დაკარგული ქალაქი მაჩუ-პიკჩუ — პერუს მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, ის ტურისტული თვალსაზრისით ლათინური ამერიკის და მთელი მსოფლიოს მაშთაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მაჩუ-პიკჩუ არ არი ადგილი კომფორტის მოყვარულთათვის. აქ ჩამოდიან ნამდვილი თავგადასავლების მაძიებლები! მაღალ მთაში სუნთქვა ჭირს, ხოლო მაღალ საფეხურებზე მხურვალე მზის ქვეშ ასასვლელად გამძლეობაა საჭირო, თუმცა სანახაობად ეს ნამდვილად ღირს. ინდიელთა არქიტექტურის ეს შედევრი გამოირჩევა ძლიერი ენერგეტიკითა და უბრალოდ საოცარი ბუნებით. 2011 წელს ის თითქმის მილიონმა ტურისტმა მოინახულა. თუ თქვენ მოგზაურობა გაქვთ გადაწვეტილი და გეგმავთ მოინახულოთ ეს ღირსშესანიშნაობა გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს და რჩევებს.


7 საინტერესო ფაქტი მაჩუ-პიკჩუს შესახებ.


  • კეჩუას ინდიელების ენაზე Machu Picchu ითარგმნება როგორც ძველი მთა. გვერდით მდებარეობს უაინა-ოიკჩუ (Huayna Picchu) - ახალგაზრდა მთა, რომელიც ინკების უძველესი ქალაქის ყველა პანორამულ ფოტოზე ჩანს.

  • უაინა პიკჩუს მწვერვალზე ასვლა შესაძლებელია, მაგრამ ამის გაკეთება დღეში მხოლოდ 400 ადამიანს შეუძლია - ორ ჯერზე - თითოეულზე 200 ადამიანით, 7:00 დან 8:00 მდე და 10:00 დან 11:00 მდე. ასეთია ადგილობრივი კანონი, ასე რომ სურვილის შემთხვევაში რიგი ადრიანად დაიკავეთ. მწვერვალზე ასვლა საშუალოდ 45-60 წუთში ხდება.

  • ბოლივიის პირველმა ინდიელმა პრეზიდენტმა ევო მორალესმა 2011 წელს მაჩუ-პიკჩუზე შობა აღნიშნა და დაამყარა რეკორდი, ის უაინა-პიკჩუზე 22 წუთში ავიდა.

  • თუ უაინა-პიკჩუს დააკვირდებით, მთის რელიეფში შეძლებთ ინდიელის პროფილის დანახვას, რომელიც ცაში იყრება - ნიკაპი, ტუჩები, დიდი ცხვირი და შუბლი. ლეგენდის თანახმად ის მაჩუ-პიკჩუს მცველია.

  • 2007 წელს მაჩუ-პიკჩუ მსოფლიოს ახალ საოცრებად აღიარეს, მან კონკურსში 100 მილიონზე მეტი ხმა მოაგროვა, მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

  • რევოლუციონერი ერნესტო ჩე გევარა ლათინურ ამერიკაში მოტოციკლეტით მოგზაურობის დროს მაჩუ-პიკჩუშიც იმყოფებოდა. მან თავის დღიურში დაწერა: "მაჩუ-პიკჩუ — ამერიკელ ინდიელთა ყველაზე ძლიერი რასის უდიდესი ქმნილებაა". ამ ეპიზოდის ხილვა შეგიძლიათ ფილმში "მოტოციკლეტისტის დღიური"

  • 2011 წელს პერუმ, ამერიკელი მეცნიერების მიერ მაჩუ-პიკჩუს აღმოჩენის 100 წლისთავი აღნიშნა. პერუელი ინდიელები წინააღმდეგი იყვნენ და აცხადებდენ, რომ აქ აღსანიშნავი არაფერია, ვინაიდან მათმა წინაპრებმა მაჩუ-პიკჩუ XV-ე საუკუნის შუაში ააშენეს - ბევრად ადრე, ვიდრე თავად ამერიკელები გაჩნდებოდენ.